მონაწილეთა პოზიციები
სახელი/გვარი | დადასტურებული ჩექინი |
|
---|---|---|
1 | გიორგი ბატიაშვილი | 60 |
2 | ქეთი ხაჩიძე | 16 |
3 | თაკო ბობოხიძე | 4 |
4 | კახა დათუნიკაშვილი | 3 |
5 | სალომე გეგეშიძე | 1 |
წესები
#supporterchallenge
მხოლოდ ამ ზაფხულს! 27 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ვინც ყველაზე მეტ ადგილას დაჩექინდება და გადაიღებს სურათს Georgian Rugby Supporters საგულშემატკივრო წითელი მაისურით 👕 საჩუქრად მიიღებს ნაკრების კვართს 👕 და საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბის სამუდამო წევრის სტატუს 💳 (განთავისუფლდება წლიური საწევროსგან და ცხოვერბის მანძილზე მიიღებს ყველა გათვალისწინეულ საჩუქარს, ფასდაკლებას რაც კლუბს გააჩნია, ან ექნება მომავალში)
(წაიკითხეთ ყურადღებით)
გათამაშების პირობები:
1. იმისთვვის რომ ფოტო 🖼 ჩაითვალოს, საჭიროა თქვენთან (თქვენ საგულშემატკივრო წითელი მაისურით, ლოგო უნდა იკითხებოდეს 👕 ) ერთად სურათზე ჩანდეს ადგილის ღირსშესანიშნაობა🏔🕌🗽 ან ადგილის დასახელების ბანერი/წარწერა 🆒.
2. დაჩექინებისას 📌 მიუთითოთ ჰეშთეგი #supporterchallenge ჰეშთეგის გარეშე ჩექინი არ ჩაითვლება
3. არ შეიძლება ერთ ლოკაციაზე ერთზე მეტჯერ დaჩექინება 📌 + სურათი 🖼 (მაგ: სვეტიცხოვლის ეზოში და სვეტიცხოვლის ტაძრის შიგნით ორი სხვადასხვა დაჩექინება ერთ ლოკაციად ჩაითვლება, მაგრამ შეგიძლიათ ფოტო ალბომით დაჩექინება 📌 )
4. სურათი 🖼 უნდა გამოგვიგზავნოთ გვერდზე, სხვანაირად დაჩექინება📌 არ ჩაგეთვლებათ!
5. იმათთვის ვინც არ არის მხარდამჭერთა კლუბის წევრი აუცილებელია გაიარონ რეგისტრაია, რომ მიიღონ მაისური 👕 და ჩაერთონ აქციაში.
6. გამარჯვებისთვის სასურველია30 სექტებრამდე 🗓 ჩვენი მაისურით რაც შეიძლება 👕 მეტი ადგილი მოინახულოთ.
7. თბილისში დაჩექინება 📌 შეიძლება მხოლოდ ღირსშესანიშნაობებთან (საკუთარ უბანში დაჩექინება არ მიიღება )
8. ერთი და იმავე ადგილას სხვადასხვა თარიღში 📅📆 დაჩექინებაც 📌ერთ დაჩექინებად 1📌 ჩაითვლება.
ამიტომ, მოგებისთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი იმოგზაუროთ, მეტ ადგილას გადაიღოთ სურათი და წესების მიხედვით დაჩექინდეთ 📌. გისურვებთ წარმატებას.
არ დაგავიწყდეთ ჰეშთეგი #supporterchallenge
და ფოტოს გამოგზავნა ჩვენს ფეისბუქ გვერდზე შეტყობინების სახით.
დაჩექინების მაგალითები:
მაგ 1:
მაგალითად თუ ავედი მესტიაში ვიღებ სურათს მხარდამჭერთა კლუბის წითელი მაისურით (ლოგო უნდა ჩანდეს) მესტიის ფონზე, ვჩექინდები და მივუთითებ ჰეშტეგს #supporterchallenge. შემდეგ იმავე სურათს ვაგზავნი Georgian rugby supports ფეისბუქ გვერდზე.
თუ იამვე მესტიაში ვჩექინდები მესტიის ეროვნულ მუზეუმში პროცედურა იგივეა
თუ იმავე მესტიაში ვჩექინდები მიხეილ ხერგიანის სახლ – მუზეუმში პროცედურა იგივეა
მაგ 2:
მაგალითად მივედი შიო მღვიმეში,ვიღებ სურათს მხარდამჭერთა კლუბის წითელი მაისურით (ლოგო უნდა ჩანდეს) შიო მღვიმის ფონზე, ვჩექინდები და მივუთითებ ჰეშტეგს #supporterchallenge. შემდეგ იმავე სურათს ვაგზავნი Georgian rugby supports ფეისბუქ გვერდზე.
მაგრამ იმავე ტერიტორიაზე კომპლექსის სხვადახვა ადგილას გადაღებული და ცალკე დაჩექინებული სურათები არ მიიღება, რადგან კომპლექსი აღიქმება როგორც ერთი ლოკაცია
მაგ 3:
ვთქვათ მოვხვდი პარიზში, მივედი ეიფელთან: ვიღებ სურათს მხარდამჭერთა კლუბის წითელი მაისურით (ლოგო უნდა ჩანდეს) ეიფელის ფონზე, ვჩექინდები და მივუთითებ ჰეშტეგს #supporterchallenge. შემდეგ იმავე სურათს ვაგზავნი Georgian rugby supports ფეისბუქ გვერდზე. მაგრამ თუ ერთხელ დავჩექინდი ეიფელის ფონზე მისივე რესტორანში მეორედ დაჩექინებული აღარ მიიღება. (ჩაითვლება ერთ დაჩექინებად)
მივედი ლუვრის სამუზეუმო კომპლექსში: ვიღებ სურათს მხარდამჭერთა კლუბის წითელი მაისურით (ლოგო უნდა ჩანდეს) ლუვრის სამუზეუმო კომპლექსის ფონზე, ვჩექინდები და მივუთითებ ჰეშტეგს #supporterchallenge. შემდეგ იმავე სურათს ვაგზავნი Georgian rugby supports ფეისბუქ გვერდზე. მაგრამ თუ ერთხელ დავჩექინდი ლუვრის ფონზე მისივე დარბაზებში მეორედ დაჩექინებული აღარ მიიღება. (ჩაითვლება ერთ დაჩექინებად)