ფრანჩაიზი Currie Cup
ქართველ გულშემატკივარს, მორაგბეებს, სარაგბო ექსპერტებს და მწვრთნელებს არაერთხელ უთქვამთ. ქართული რაგბის მომავალი ფრანჩაიზას გარეშე განწირული არისო…
თავად ეს სიტყვა ფრანგული წარმოშობის არის და მრავალ დარგშია შესული – სხვადასხვა მნიშვნელობით. ისე კი თანამედროვე სარაგბო სამყაროში ფრანჩაიზი (ები) (სხვადასხვა სახით) არის თითქმის ყველა სარაგბო ქვეყნის მწვერვალი. დიახ საფრანგეთის და ინგლისის გარდა ყველას ყავს ასეთი გუნდები. არამხოლოდ ევროპაში (პრო 14) არამედ სუპერ რაგბიშიც. თვით ზელანდია და სამხრეთ აფრიკასაც ფრანჩიზებით არის წარმოდგენილი სამხრეთულ უმაღლეს ლიგაში.
რაც უფრო პატარაა ქვეყანა და მისი შიდა ბაზარი მწირია, მით უფრო წარმოუდგენელია რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი შიდა რესურსებით.
რათქმაუნდა ქართველების უმეტესობას ევროპული ფრანჩაიზების თავმოყრის ადგილზე (პრო 14 – იგივე კელტთა ლიგა) ეფიქრებოდა. ტერიტორიულადაც ხომ ჩვენ ევროპას ვეკუთვნით. ეს არის საკმაოდ მაღალი დონის ტურნირი რომელიც მთელი წელიწადი გრძელდება. აღნიშნული ტურნირი, 2 სამხრეთ აფრიკული გუნდის დამატების შემდეგ, დროებით დაიკეტა. ამავდროულად იქ მოხვედრა არც თუ ისე მარტივი მოსჩანს.
სამხრეთ აფრიკული Currie Cup-ი. – გათამაშება სადაც მოხვედრა შედარებით ადვილია. წლების წინ კი არგენტინული ფრანჩაიზა ჩაერთო და დღემდე ასპარეზობს. ეს არის ე.წ მოკლე ტურნირი. გრძელდება 2 თვე. ქარი ქაფზე არის ორი დონე:
- პირველი დონე (პრემიერ დივიზიონი)
- მეორე დონე (პირველი დივიზიონი)
ტურნირის ფორმატით პირველი დივიზიონიდან პრემიერში ასვლა მხოლოდ აფრიკულ გუნდს შეუძლია.
არააფრიკული გუნდები კი პირველ დივიზოინში ითამაშებენ. აქ ასპარეზობს სწორედ არგენტინული იაგუარები.
ტურნირი Currie Cup-ი მართალია მოკლე ვადიანია მაგრამ პრემიერ დივიზონის გუნდებს ხშირად ემატებიან სუპერ რაგბის მოთამაშეები.
ჯერჯერობით ოფიციალურად არ გაჟღერებულა, მაგრამ პრემიერ დივიზონში მხოლოდ სამხ. აფრიკული გუნდები თამაშობენ. ამიტომ ჩვენს ფრანჩიზას პირველ დივიოზნში ველით.
ტურნირში ჩართული გუნდები ბაზირებენ სამხრეთ აფრიკაში. (გუნდის ბაზაზე ცხოვრების ხარჯები აქ ბევრად უფრო იაფია ვიდრე ევროპაში) საქართველოს რაგბის კავშირსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აფრიკაში ბაზირებულ ქართულ ფრანჩაიზას სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტები გაუწევენ სხვადასხვა სახის კონსულტაციებს.
რა დონის გათამაშებაა ქარი ქაფის პირველი დივიზიონი და რამდენად საკმარისია გუნდის 2 თვით ტონუსში ყოფნა ქართული რაგბის გამოწვევბის წინაშე.
ქარი ქაფი ნამდვილად არ არის ტოპ ლიგა. თუმცა აღნიშნული ტურნირი ვერ შეფასდება დაბალი რანგის გათამაშებათ. ასევე აღსანიშნავია სუფთა სათამაშო დრო, სისწრაფეები და ხელით ბურთაობის მონაცემები. თუ გავავლებთ უხეშ პარალელებს საერთო ჯამში ქარი ქაფის პირველი დივიზონი თამამად შეგვიძლია დავაყენოთ საფრანგეთის რანგით მესამე ფედერალ 1-ის დარად. თუმცა გარკვეული სათამაშო ასპექტებით (სუფთა სათამაშო დრო და შეტევა) ეს ტურნირი ბევრად მაღლა დგას.
რაც შეეხება ტურნირის ხანგრძლივობას რათქმაუნდა მეტი სარგებელის მომტანი მთელ წელიწადზე გაშლილი ტურნირია. თუმცა ამ შემთხვევაში ასარჩევად საქმე ნამდვილად არ გვქონდა.