- 12-გუნდა მსოფლიო ლიგა შეიქმნება
- იაპონია და აშშ მსოფლი ლიგაზე
- თითოეული ერი წელიწადში 10-14 მილიონი დოლარის მოგებას მოიტანს
- წყნარი ოკეანის კუნძულები და საქართველო დაბლოკილია
- ექვსი ერი უცვლელი რჩება
საერთაშორისო რაგბიში თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდ ცვლილებები იგეგმება. ეს უკავშირდება მსოფლიო ლიგის შექმნას. ზელანდიურმა მედიამ www.nzherald.co.nz გამოარკვია, რომ პიჩოს იდეას მხოლოდ ნაწილობრივ დაუჭირეს მხარი. იაპონიასა და აშშ-ს დამატება ტურნირზე მათი სარაგბო მიღწევების გარდა ფინანსური შესაძლებლობებით განისაზღვრა.
კულუარებიდან ირკვევა რომ უცნობმა მაუწყებელმა უკვე შეასრულა შემოთავაზება კონცეფციის დასაფინანსებლად, რომელიც ღირს $ 10m- $ 14m თითოეული ქვეყნისათვის.
არსებითად ახალი ფორმატი აერთიანებს 12 ქვეყანას, რომლებიც ერთმანეთს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შეხვდებიან, ნახევარფინალური და ფინალური რკენა კი ნოემბრის ბოლოს, იქნება.
ეს 12 ქვეყანა არის : – ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, შოტლანდია, ირლანდია და უელსი – ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, იაპონია და აშშ.
არ იქნება არც ექვს ერში, არც რაგბის ჩემპიონატში ჩამოქვეითება. რაც იმას ნიშნავს, რომ ფიჯის, სამოა და ტონგას, ასევე საქართველოს, რუმინეთს და სხვა გუნდებს მოუწევთ მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ცდა.