Calcutta Cup
წლევანდელი 6 ერის გათამაშებისას ინგლისი ესტუმრა შოტლანდიას ედინბურგში, მათ იბრძოლეს Calcutta -ს სახელობის თასისთვის. ეს თასი 1873 წელს ჩამოყალიბდა შობის დღესასწაულზე და ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის სახელს ატარებს. შეჯიბრში კი 20 შოტლანდიელი და 20 ინგლისელი მოთამაშე მონაწილეობდა.
ლეგენდის თანახმად, როდესაც კლუბი 1878 წელს დაიშალა, მათ შეაგროვეს ვერცხლის რუპიები, რომლებიც გადაადნეს და გააკეთეს კალკუტას თასი, რომელიც გადასცეს მსოფლიო რაგბის. პირველად, 1879 წელს, ამ თასისთვის ინგლისი და შოტლანდია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ედინბურგში და ეს შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო, იყო წინსვლა და დაღმასვლა, დიდი ანგარიში, შოკი.. ასე რომ გადავხედოთ მათი პაექრობის გამორჩეულ მომენტებს.
პირველი შეხვედრა
Calcutta თასის პირველი შეხვედრა 1879 წლის 10 მარტს ჩატარდა. 1871 წლიდან კი ამ დაპირისპირებას უკვე ჰქონდა ისტორია სამი ფრით, ინგლისის სამი და შოტლანდიის ორი გამარჯვებით. 1879 წლის დაპირისპირება ფრედ, 3-3 დასრულდა. შოტლანდიელმა არეკნი, ინგლისელმა კი ჯარიმა გაიტანა. რეალურად ინგლისმა დადო ლელო, მაგრამ იმ დროს ლელო არ ფასობდა არცერთი ქულით, ის უბრალოდ საშუალებას გაძლევდა კარში დარტყმა განგეხორციელებინა.
ბილის ბიჭები
1957 წლის ტრიუმფის შემდეგ ინგლისს დასჭირდა 23 წელი რომ 1980 წელს ისევ ეზეიმა გამარჯვება გრანდ სლემით. იყო რთული დრო ინგლისელთა ბანაკში, მაგრამ ბილ ბომონტმა ყველაფერი გააკეთა და უხელმძღვანელა გუნდს იმისთვის, რომ ახალ სიმაღლეზე აეყვანა. მათ შოტლანდიასთან დაპირისპირება მოიგეს
ანგარიშით 30:18.
ბოლო წყენა თვიქენჰემზე
შოტლანდიას 1983 წლის შემდეგ თვიქენჰემზე თამაში არ მოუგია.
1983 წელს, რამოდენიმე ფრის და წაგების შემდეგ მათ 22:12 მოიგეს. მგეზავმა რაზერფორდმა წლის შეჯამებისას თქვა: „ჩვენ არ გვქონდა არანაირი ფსიქოლოგიური ბარიერი თვიქნემზე სათამაშოდ, ჩვენ ჩავედით მოსაგებად და ასეც მოვიქეცით“.
ცოცხალი და ქმედითი
1988 წელს მათ მოსაწყენი პაექრობა გამართეს, ინგლისმა თამაში 9:6 მოიგო. მატჩის ბედი მხოლოდ ჯარიმებმა გადაწყვიტა. შოტლანდიის მწვრთნელმა, დერიკ გრანტმა კი განაცხადა: „შესაძლოა რაგბი ინგლისში დაიბადა, მაგრამ დღეს ის მათ ეფექტურად მოკლეს“.
მაგრამ ფიქრობთ რომ ეს ნათქვამი გამოწვეული იყო თამაშიდან გამომდინარე? არა, ყველაფერი თამაშის შემდეგ მოხდა. ტრადიციის მიხედვით, მოგებული გუნდის კაპიტანს უნდა აევსო თასი სასმლით და გადაეწოდებინა ყველა მორაგბისთვის. ინგლისის 8 ნომერმა ერთ-ერთ შოტლანდიელთან ერთად გადაწყვიტა, რომ სავსე თასი ინგლისელი ჰუკერისთვის, ბრაიან მურისთვის თავზე გადაესხათ. ასეც მოიქცნენ და ამ ფაქტით გამწარებული კვაჭი „ბოროტმოქმედებს“ გაეკიდა, მაგრამ მათ მოასწრეს ტაქსიში შეხტომა და თასთან ერთად გაუჩინარდნენ. რა თქმა უნდა, მათ მოგვიანებით თასი დააბრუნეს. ინგლისელი დასაჯეს ხუთ თვიანი დისკვალიფიკაციით, შოტლანდიელი კი ერთი კვირით.
არასასიამოვნო გასეირნება
პოლიტიკური არეულობისა და ყოვლისმომცველი ნაციონალიზმის ფონზე, ინგლისელები ედინბურგისკენ მოლოდინებით აღსავსენი გაემართნენ, რომ დომინანტები იქნებოდნენ, მარტივად მოიპოვებდნენ ქულებს და გამარჯვებას. ინგლისელები 5 ერის გრანდ სლემისთვისა და Calcutta თასისთვის ნადირობდნენ, ისევე როგორც შოტლანდიელები.
ბრაიან მური იხსენებს: „როგორც კი მარიფილდზე მივედით, ვიგრძენით, რომ განსხვავებული ატმოსფერო იყო. ვხვდებოდით, რომ სასიამოვნო არ იქნებოდა იმ დღეს იქ თამაში“. მათ მართლაც წააგეს თამაში 13:7. ჰასტინგსმა დადო ლელო და დაასამარა ინგლისის იმედები.
წვიმა…
2000 წლის ექვსი ერის თასი, როდესაც პირველად შეუერთდა იტალია ამ ტურნირს, შოტლანდიელებმა უღიმღამოდ და კატასტროფულად დაიწყეს. რომში იტალიამ შოტლანდია 34:20 დაამარცხა და იზეიმა პირველი გამარჯვება ახალ ტურნირში ჩართვისთანავე. შოტლანდიელებმა შემდეგ სამი თამაშიც წააგეს.
თუმცაღა როდესაც ინგლისი ჩავიდა მარიფილდზე ბოლო ტურის მატჩის სათამაშოდ, მოედანზე სრულიად სხვა გუნდი დახვდათ. ინგლისელები უკვე ტურნირის გამარჯვებულები იყვნენ და გრანდ სლემისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ შოტლანდიელებმა დაძლიეს ფსიქოლოგიური ბარიერი და ჩაატარეს საოცარი მატჩი, სადაც გამოირჩეოდა და კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა მგეზავმა – დუნკან ჰოჯიმ.
ამ დღის მეტეოროლოგიურ მდგომარეობაზე შოტლანდიის კაპიტანმა, ენდი ნიკოლმა განაცხადა: „სჯობდა ბურთი ბოლო 15 წუთის განმავლობაში ჩვენ არ გვქონოდა, იმდენად ძლიერი წვიმა იყო რომ გვიჭირდა ბურთის კონტროლი. მაგრამ მე არასდროს მინახავს მერიფილდზე მსგავსი ატმოსფერო, გულშემატივრები თითოეულ ბოჭვაზეც კი გვამხნევებდნენ, როგორც ეს ლელოს დადებისას ხდებოდა“.
ინგლისელები იმდენად გულგატეხილები იყვნენ ამ დამარცხებით, რომ მათ გადაწყვიტეს მატჩის შემდეგ არ აეწიათ მინდორზე 6 ერის თასი.
ინგლისის რეკორდები
მას შემდეგ რაც ინგლისმა იმედგაცრუება და დამარცხება იწვნია 2000 წელს, ერთი წლის შემდეგ რეკორდული გამარჯვება მოიპოვა შოტლანდიის წინააღმდეგ 43:3.
ეს 40 ქულიანი სხვაობა მათ 2017 წელს გაიმეორეს თვიქენჰეზე, 61:21. ამ თამაშზე ინგლისმა 18 წაუგებელი სერიით პირველი დონის გუნდების რეკორდიც დაამყარა. ინგლისი უბრალოდ შეუდარებელი იყო ამ თამაშში. ისინი არასდროს ყოფილან მსგავი სიძლიერის როგორც მაშინ. ამ გამარჯვებით მათ დაგვანახეს თუ როგორი დაუნდობლები და არაჩვეულებრივები შეუძლიათ იყვნენ.
ინგლისის ლელო, 2017 წელი
გაეცანი სხვა საინტერესო სტატიას ბექა გიგაშვილი & TOP-14
თარგმანი :დადუ პავლიაშვილიCalcutta Cup