მოთამაშეთა დანომვრა
მოდით გავერკვეთ, თუ რატომაა ძველ ფოტოებზე მოთამაშეთა კვართებზე ასოები ციფრების ნაცვლად.თავდაპირველად რაგბის თამაშისას გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა შეზღუდული არ იყო, არც მათი პოზიციები იყო გარკვეული მოედანზე, თვითონ თამაში კი ერთ დიდ „მოლს“ ემსგავსებოდა, რომელიც მოედანზე დაგორავდა. მას შემდეგ რაც თამაშების ჩატარება სხვადასხვა კლუბებსა და სკოლებს შორის დაიწყეს, დადგა საკითხი შეხვედრის მიმდინარეობისას მოთამაშეთა რაოდენობის შეზღუდვის შესახებ.
პირველი საერთაშორისო შეხვედრები ჩატარდა გუნდების 20/20-ზე შემადგენლობებით(შოტლანდია-ინგლისი 1871 წელს). ჩვენთვის ჩვეულ 15/15-ზე რაოდენობამდე მონაწილე გუნდების შემადგენლობები შემცირდა ამ შეხვედრიდან 5 წლის შემდეგ, როდესაც ოქსფორდის გუნდმა დაარწმუნა კემბრიჯის გუნდი ეთამაშათ 15/15-ზე რაგბი 1874-1875 წლების სეზონის განმავლობაში.
15/15-ზე რაგბი წარმატებული აღმოჩნდა, რადგანაც თამაშის მიმდინარეობისას მოთამაშეებს მეტი სივრცე ექმნებოდათ, 1876 წლიდან გუნდების უმეტესობა სწორედ ამ ფორმატზე გადაერთო და ერთი გუნდიდან მინდორზე 15 კაცი გადიოდა საასპარეზოდ. ამ ფორმატით პირველი საერთაშორისო შეხვედრა ერთი წლის შემდეგ ჩატარდა ინგლისსა და ირლანდიას შორის.
სარაგბო კვართებზე მოთამაშეთა დანომვრა პრაქტიკა 1897 წლიდან მოდის, ბრისბენში ახალი ზელანდიისა და ქუინსლენდის შეხვედრისას(„ოლ ბლექსი“-ს პირველი ტურნირი) იდეა მდგომარეობდა იმაში რომ, მაყურებელს უნდა გაერჩია მოთამაშეები ერთმანეთისაგან ზურგის მხრიდანაც კი. შეხვედრის დაწყებამდე იყიდებოდა სპეციალური პროგრამები, სადაც ეწერა გუნდების შემადგენლობები მოთამაშეთა ნომრების მითითებით, რაც დამსწრე პუბლიკაში პოპულარობით სარგებლობდა. ციფრები იყო 1-დან 15-ის ჩათვლით(ფულბეკიდან ფორვარდამდე) ახალი ზელანდიის გუნდისათვის, ხოლო 16-დან 30-ის ჩათვლით სტუმართა გუნდისათვის. ეს პრაქტიკა მალევე გადაიტანეს თავისთან ავსტრალიელებმა.
მოთამაშეთა დანომვრა ,პირველი ციფრები
1921 წელს ინგლისმა და უელსმა საერთაშორისო საბჭოს წინაშე დააყენეს საკითხი ნუმერაციის სტანდარტიზაციის შესახებ, მაგრამ პასუხად მიიღეს რომ ეს საკითხი კონკრეტული ფედერაციების შიდა საქმე იყო და მათვე უნდა გადაეწყვიტათ აღნიშნული საკითხი. საშინაო თასის თამაშებზე(6 ერის თასის წინაპარი ტურნირი) პირველად 1922 წელს ინგლისმა და უელსმა ითამაშეს გადანომრილი კვართებით, სხვა ქვეყნები მათ მოგვიანებით შეუერთდნენ.
შოტლანდიელები მხოლოდ 6 წლის შემდეგ შეიმოსენ ნომრიანი კვართებით ფრანგებთან შეხვედრისას.
სწორედ მაშინ საერთაშორისო საბჭომ დაავალა უფროს ხელმძღვანელს ჯონ ბანერმანს, შეესწავლა მოთამაშეთა აზრი კვართებზე ნომრების დატანასთან დაკავშირებით და გაირკვა რომ, მათი უმეტესობა ამის წინააღმდეგი იყო, ამიტომაც კვართების გადანომვრის საბოლოო და ოფიციალურმა გადაწყვეტილებამ 1933 წლამდე გადაიწია.
1928 წელს, როდესაც შოტლანდიელები ინგლისელებს „კალკუტის თასზე“ „თვიქნემზე“ ერკინებოდნენ მეფე გეორგ V-მ შოტლანდიის სარაგბო კავშირის პრეზიდენტს აიკმან სმიტს ჰკითხა, თუ რატომ გამოვიდნენ “ნარშავები”(შოტლანდიელები) დაუნომრავი მაისურებით, პასუხად კი მიიღო: „სერ, ეს სარაგბო თამაშია და არა მსხვილფეხა რქოსანი საქონელის გამოფენა-გაყიდვა“. შოტლანდიელტა კვართებზე ნუმერაცია დაბრუნდა აიკმან სმიტის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ.
აი კიდევ ერთი თავშესაქცევი ისტორია: სარაგბო კავშირების ოფიციალური პროგრამების მიღმა, რომლებშიც მოთამაშეთა ნომრები იყო მითითებული, არსებობდა ამ პროგრამების „პირატული“ ვერსიებიც, რომელიც სწრაფი გამდიდრების მოსურნე „გონებაგამჭრიახი“ ხალხის მიერ იყო მოგონილი. ამის გამო სარაგბო კავშირები სისტემატიურად ცვლიდნენ ან მალავდნენ მოთამაშეთა გადანომვრის მეთოდებს და გაზეთებში ცნობის სახით ავრცელებდნენ, რომ მხოლოდ ოფიციალურ პროგრამებში იყო სწორად მითითებული მოთამაშეთა ნომრები.
1931 წლის 21 თებერვალს ედინბურგის აკადემიური კოლეჯისა და ჰერიოტის კოლეჯის გუნდებს შორის შეხვედრა იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორივე შოტლანდიური გუნდის კვართები გადანომრილი იყო. 50-იანი წლების დასაწყისისათვის ყველა „საშინაო“ ნაკრები აღნიშნავდა მოთამაშის პოზიციას კვართზე, მაგრამ ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის ნაკრებების ნუმერაცია იწყებოდა ფულ-ბეკიდან(#1) ხოლო საფრანგეთისა და ირლანდიის ნეკრებებისა კი პირიქით, მათთვის ფულ-ბეკი #15 იყო. 1960/61 წლის სეზონისათვის კავშირებმა მოლაპარაკება მოახერხეს და ფრანგულ-ირლანდიულ გადანომვრის სისტემაზე გადავიდნენ.
სარაგბო კავშირმა გაავრცელა პუბლიკაცია დასახელებით “Rugby Union – რა უნდა ვიცოდეთ ტამაშის შესახებ“ – სადაც აღნიშნული იყო რომ, არ არსებობდა კონკრეტული წესები რომლებიც გუნდების დასახელებასა და პოზიციების ნუმერაციას არეგულირებდა, აქვე მითითებული იყო გავრცელებული ფორმატების ვარიანტები და აღნიშნავდნენ რომ სხვადასხვა ტურნირზე ისინი შეიძლება სხვადასხვაგვარი ყოფილიყო.
რა გირჩევნიათ: ასო თუ ციფრი?
იყო ნუმერაციის ვარიანტები, განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში, სადაც ნომრები 6-7 და 11-14 ცვლიდნენ ადგილებს.
უელსში წლობით გაურბოდნენ ე.წ. „თარს“-„არაპოპულარულ“ ნომრებს, ამის გამო „დრაკონები“ 1-დან 16 ნომრამდე კვართებით ასპარეზობდნენ.
ასოები
ზოგიერთი კლუბი და ნაკრებები ასოებს იყენებდნენ ციფრების ნაცვლად. 30-იან წლებში იგივე უელსელები სწორედ ასე ამ სისტემაზე გადაერთვნენ და 50-იან წლებამდე ციფრებს არ „სცნობდნენ“
ქვემოთ ფოტოზე ხედავთ 1939 წლის ინგლისი-უელსის შეხვედრის ეპიზოდს და დერეკ ტედენის გადამწყვეტ ლელოს. უელსელთა ფორმაზე მკვეთრად სჩანს ასოები და არა ციფრები: უოლერი – C და ჯენკინსი – A.
მოთამაშეთა დანომვრა დღეს
1967 წელს საერთაშორისო სარაგბო კავშირის მიერ, მოთამაშეთათვის ნომრების მინიჭება ერთიან სტანდარტებს დაექვემდებარა: 1-დან 15-ის ჩათვლით(#1 – ბურჯია, ხოლო #15 ფულ-ბეკი), შემადგენლობაში ცვლილებები ანუ მარქაფა #16-დან იწყება.
რაც უფრო პროფესიონალურია რაგბი, მით უფრო ნაკლებია აზრთა სხვადასხვაობა მოთამაშეთა აღნიშნვასთან დაკავშირებით. პროფესიონალურ ტურნირებზე გუნდები ერთი და იმავე სტანდართით ნომრავენ, მხოლოდ სამოყვარულო გუნდებშია შემორჩენილი მოთამაშეთა თავისუფალი-არარეგლამენტირებული გადანომვრა და აქაც ტენდენცია ნელ-ნელა საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებისაკენ იხრება.
თარგმანი : ლაშა გურგენიძე
ჩვენი მედია პარტნიორია http://lelo.ge/
ცხელი ამბავი: სვის დე ბრუინმა შესაძლოა “ბორჯღალოსნები” ჩაიბაროს