გუშინ მედიაში მსოფლიო რაგბიდან გაჟონილმა იდეამ “მსოფლიო ლიგის” შესახებ, რომელიც დახურულ ტურნირს გულისხმობდა 12 გუნდისთვის 12 წლის განმავლობაში. არნახულად სწრაფი უკურეაქცია გამოიწვია, როგორც გულშემატკივრებში ასევე სარაგბო წრეებში. თავად მორაგბეები: სექსტონი, ფარელი და კირან რიდი მოთამაშეთა პროფკავშირის სახელით გამოვიდნენ და გააკრიტიკეს ეს იდეა. კუნძულელი მორაგბეები და ვეტერანები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტით დაიმუქრნენ.
კირან რიდი : “ფულზე ორიენტირებული ტურნირი, არ წაადგება რაგბის განვითარებას, ისეთი ტრადიციული სარაგბო ქვეყნები, როგორიცაა ფიჯი და საქართველო 12 წლის განმავლობაში იქნებიან წახალისების გარეშე, ვერ მიიღებენ ვერანაირ სარგებელს და არ ექნებათ მსოფლიო თასის მიღმა “თიერ-1″ ქვეყნებთან თამაში. ეს ხომ წარმოუდგენელია.”
დანი ლიო: “ეს ყველაფერი სარაგბო ღირებულებებსაც კი ეჭვქეშ აყენებს. მე ვთამაშობდი სამოას ნაკრებში, გავდიოდით მესამე ტაიმზე ლუდით ხელში. ისე რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ფულს და ახლა გამოდის რომ ყველაფერი მხოლოდ ფინანსებით იზომება ? ”
სამოელი მორაგბე კუნძულელებს მსოფლიო ლიგის იდეის დამტკიცების შემთხვევაში მსოფლიო თასის ბოიკოტისაკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ მის აზრს კუნძულებზე იზიარებენ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა მილტონ ჰეიგმა ბრიტანულ “ტელეგრაფთან” – ინტერვიუში მან ამ იდეას უწოდა “საშინელი კოშმარი”.
“მსგავსი იდეის განხილვაც კი უაღრესად გულდასაწყვეტია. თუ გვინდა განვითარდეს რაგბი. გვინდა მომძლავრდნენ სხვადასხვა ქვეყნები მაშინ არ უნდა შევქმნათ დახურული ტურნირი. ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საქართველო, ფიჯი, სამოა, ტონგა და ა.შ ნამდვილად ეკუთვნით უფრო მეტი მაღალი დონის ტესტ-მატჩი, რათა განვითარდნენ. ეს იდეა კი ძირშივე სპობს ამ შესაძლებლობას. ჩვენი ვარჯიში ამ კვირაში ინგლისთან იყო ძალიან კარგი, თუმცა ეს ხომ არ არის მატჩი ?
ჩვენ ვმუშაობთ რათა ავამაღლოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა და ამ დროს გვეუბნებიან, რასაც თქვენ აკეთებდით წლების განმავლობაში წყალში გადაყრილი შრომაა. რადგან ჩვენ გვსურს ჩვენი წესების დამკვიდრება”
ჰეიგმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტურნირი დაგეგმილია 12 წელიწადზე. ხოლო იაპონიის და აშშ-ს ასაკობრივ ნაკრებთა შედეგები 20 წლამდელთა ტურნირებზე საერთოდ არავის გაუთვალისწინებია.
საერთო ჯამში სხვადასხვა დონეზე მკვეთრად უარყოფითი და მწვავე გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო რაგბის იდეას.