1993 წელი, ქვეყანაში ომია და სპორტისთვის არავის ცხელა…
თუმც მაინც გამორჩეული იყო ეს წელი მიუხედავათ წარუმატებლობისა გვქონდა დებიუტი
მსოფლიო თასის შესარჩევსა და ;ერთა თასის; ბოლო ჯგუფში; ახლა რომ ვწუნობთ და
ვამბობთ 6 ერს ვერ ვწვდებით მაგრამ ერთა თასი უკვე აღარ შეგვეფერებაო. 21 წლის წინ კი
ამ თასის ქვედა დონეზე ვიყავით. С-1 დივიზიონში ანუ 5 საფეხურზე
A1 (1) საფრანგეთი იტალია რუსეთი რუმინეთი ესპანეთი
A2 (2) მაროკო გერმანია ტუნისი ბელგია პორტუგალია
B1 (3) პოლონეთი ჩეხეთი შვედეთი ჰოლანდია ანდორა
B2 (4) ხორვატია უნგრეთი ავსტრია სლოვენია უკრაინა*
C1 (5) შვეიცარია ლუქსემბურგი ლატვია* საქართველო*
C2 (6) ბულგარეთი დანია* ლიტვა* მოლდოვა*
მსოფლიოს შესარჩევში ირბ-ს ევროპისთვის სამი ვაკანსია გადაედო; ორ-დონიან
სტრუქტურაში პულთა ჯილებად უელსი, იტალია, რუმინეთი დაესვა და სხვები სიახლოვით
დაეჯგუფებინა მათ ირგვლივ.
ჩვენს სამ-გუნდა პულს პოლონეთმა უმასპინძლა. მოვემზადეთ ქაოსურად: ვერ ვივარჯიშეთ
წესიერად ომის გამო, ვეწვიეთ უზბეკეთს და ვძლიეთ12-10, ერთი კვირა გავატარეთ
მოსკოვში და რაზმი გავცხრილეთ; სამგზავრო ფულის – მთლად წვრილი კუპიურების
ბანკიდან გამოტანა კი ბოლო მომენტშიღა მოხერხდა და ისიც ვალად, ნაკრების მწურთნელ
თემურ ბენდიაშვილის ნაცნობობით.
სოპოტში გუნდს ახლდა ლამის მთელი ბომონდი. მათი მონათხრობითა და ქიქოფის
რედაქტორის, ქრის თაუს თანახმადაც, რუსეთთან პირველი, ისტორიული თამაში უღიმღამო
გამოვიდა. ლელო არ გასულა. ბურთაობის ნაცვლად გაიმართა საბჭოური ჯაჯგური. რუსებმა
გვაჯობეს სირბილსა და დარტყმაში, ჩვენ კი სტატიკაში დავჯაბნეთ, მაგრამ ნუგზარ ძაგნიძემ
შვიდიდან მხოლოდ სამი ჯარიმა შეაგდო და 6:12-ზეც ძელს მოარტყა არეკნი, რომელიც კარის
პირდაპირ დაყენებულ, განიერ მოლს მოყვა.
ვაგებდით ექვსით, ბოლო შეტევაში აბრაგანი რომ ავწიეთ და მოლით კინაღამ შევიტანეთ
ლელო. საბოლოოდ 9-15 დავთმეთ. რუსეთს მას აქეთ რაც შევხვდით მეტად აღარ წაგვიგია.
პოლონეთთან შებმის წინ კი პირველობის თეორიული შანსიღა გვრჩებოდა. ჰოლანდიელმა
რეფმა ბადრი შვანგირაძეს ლელო არ ჩაუთვალა; საბოლოოდ კი 6-23 დავმარცხდით.
შემდგომ ჩავებით ერთა თასზე ჩავედით ლუქსემბურგში, როგორ უპირობო ფავორიტები,
მაგრამ ნაწილ ჩვენს მორაგბეებს ვიზები არ მიცეს ბეკების გარეშე დავრჩით ამიტომ, თუმც
მაინც უპირობოდ უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ შევძელით და ბოლოს ფრეღა გავახერხეთ 10-
10.
შემდეგი თამაში შინ გვიწევდა ლატვიასთან, თუმც მათ ფირა-ს მისწერა, მაგ ქვეყანაში ომია
და გადადებაზე ეგენიც ყაბულს არიანო. ჰოდა, 20 ნოემბრის თამაში გაისად, მაისისთვის
დაინიშნა, მაგრამ აღარ კი გამართულა.
აი ასეთი იყო 1993 წელი ჩვენი რაგბის ისტორიაში, რომელსაც 1993 ომმა დიდი დაღი დაასვა.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები