დადგენილება N1
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბის მმართველი ორგანო „მმართველი საბჭო“ ქმნის კლუბის აღმასრულებელ ორგანოს „გაფართოებულ საბჭოს“, განსაზღვრავს უფლებებს და მოვალეობებს.
„მმართველი საბჭოს“ უფლებები და მოვალეობები
- „მმართველი საბჭო“ იტოვებს უფლებას განსაზღვროს „გაფართოებული საბჭოს“ წევრების რაოდენობა და შემადგენლობა. ასევე შექმნას თანამდებობა, როგორც „გაფართოებული საბჭოს“ ასევე „მმართველი საბჭოს“ დაქვემდებარებაში.
- „მმართველი საბჭო“ განსაზღვრავს ა(ა)იპ საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბის პოლიტიკას სპონსორებთან, რაგბის კავშირთან, სახელმწიფოსთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
- „მმართველი საბჭო“ ამტკიცებს და განკარგავს კლუბის ფინანსურ რესურსებს.
- „მმართველი საბჭოს“ თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ კლუბს წარუდგინოს ფინანსური ხარჯის ანგარიში და ანგარიშში შეიტანოს სახელფასო ხარჯები სურვილისამებრ.
“მმართველ საბჭოში” გადაწყვეტილებები მიიღება სრული თანხმობით.
„გაფართოებული საბჭოს“ უფლებები და მოვალეობები
- „გაფართოებულ საბჭოს“ ეძლევა უფლება: დაგეგმოს, მართოს, განახორციელოს კლუბის აქტივობები.
- „გაფართოებულ საბჭოს“ ეძლევა უფლება განსაზღვროს პოლიტიკა კლუბის შიდა რეგულაციებთან დაკავშირებით.
- „გაფართოებული საბჭო“ განსაზღვრავს კლუბის სოციალურ, მედია პოლიტიკას თუ ეს არ ეწინააღმდეგება „მმართველი საბჭოს“ მიერ დადგენილ საგარეო პოლიტიკას.
- „გაფართოებული საბჭოს“ წევრს ეძლევა უფლება შექმნას მის ქვეშ დაქვემდებარებული თანამდებობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „გაფართოებული საბჭოს“ წინაშე.
- „გაფართოებული საბჭო“ მართავს კლუბის სტრუქტურულ ერთეულებს: რეგისტრატურას, ყოჩების ინსტიტუტს, კოორდინატორთა ინსტიტუტს, მენეჯერებს. თითოეულ სტრუქტურულ ერთეულს ყავს თავისი წარმომადგენელი „გაფართოებულ საბჭოში“, ხოლო წარმომადგენელს აქვს უფლება „გაფართოებულ საბჭოს“ მიმართონ წინადადებით.
- „გაფართოებული საბჭო“ ადგენს და ამტკიცებს კლუბის შიდა მარეგულირებელ დოკუმენტს „ქცევის კოდექსს“ და ნიშნავს კოდექსის აღმსრულებელ პირს.
“გაფართოებულ საბჭოში” გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით (1/2 + 1 ხმა)
დადგენილება ძალაში შედის ა(ა)იპ საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბის ვებ გვერდ supporters.ge – ზე გამოქვეყნების მომენტიდან
Facebook კომენტარები