ფრანგულს სარაგბო საიტ rugby-en-melee-ზე გამოქვეყნდა სტატია მესამე ტაიმის შესახებ. გთავაზობთ ჩანაწერის შემცირებულ ვერსიას.
Jean Lacouture წერდა “არსებობს ათასი მიზეზი რის გამოც მიყვარს რაგბი – ერთ-ერთი რათქმაუნდა მესამე ნახევარია”
მესამე ტაიმი წარმოადგენს რაგბის სიმბოლოს. იგი მოიცავს თანაგუნდელებისა და მეტოქეების ერთად შეკრებას. მატჩის დასრულების, ბრძოლის ერთობლივ აღნიშვნას. ხშირად ამბობენ ეს არის გზა რათა ხელი შევუწყოთ მოედნის დაძაბულობის განმუხტვას .
საინტერესოა ის, რომ საფრანგეთის კლუბების შეკრების ისტორიული ადგილების უმრავლესობა კაფე იყო; მსგავსი ტენდეცია იყო ინგლისშიც. მსგავს სივრცეში მატჩის შემდეგ თავმოყრა სრულად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სოციალური განზომილება.
მესამე ნახევარი – სამოყვარულო და პროფესიული რაგბი
სამოყვარულო რაგბიში ძალზედ მრავალფეროვანი სოციალური ფენებია წარმოდგენილი. აქ შეიძლება ერთმანეთს შეხვდნენ – ექიმი, ნოტარიუსი, მასწავლებელი, ფერმერი, მეხანძრე – ეს იყო რეალური შესაძლებლობა მათთვის ერთად მოეყარათ თავი.
თუმცა სამოყვარულო რაგბიში გუნდი კვირაში ორჯერ თუ შეძლებდა ვარჯიშს. მაგალითად- მხოლოდ სამშაბათს და ხუთშაბათს. მოედანზე მატჩის შემდეგ მესამე ნახევარში, ყველას თავმოყრა იყო ნამდვილი მოვლენა. რაც მოთამაშეებს სხვა გარემოში აძლევდა თავის გამოვლენისა და დამეგობრების შესაძლებლობას..
მესამე ნახევარი იწყება მატჩის დამთავრებისას, როდესაც დაბრუნდება გუნდი და კაპიტანი გასახდელ ოთახში. იგი ტრადიციულად გრძელდება კლუბის სახლში ან კაფე-რესტორნებში. ასეთ მესამე ტაიმებს შეუძლია გადალახოს სირთულეები, დაძმობილოს მოწინააღმდეგეები, აღმოფხვრას დაძაბულობა, შეკრას სარაგბო ოჯახი. ეს არის საიდუმლო რიტუალი, რომელიც სუფრასთან მისხდომით შესაძლებლობას ქმნის მორაგბეებს შორის გაავრცელოს ერთიანი ოჯახის შეგრძნება.
მესამე ტაიმებს იშვიათად ექსესებიც მოჰყოლია. მგ: შოტლანდიაში ფრანგების ვიზიტს მოჰყვა არეულობა, თუმცა იქ მესამე ტაიმი კაპიტნის და გუნდის ბირთვის გარეშე მოინდომა რამდენიმე მორაგბემ. ზოგადად მესამე ტაიმზე კი ყველა იკრიბება და აქაც როგორც მოედანზე მნიშვნელოვანია კაპიტნის სიტყვა. კაპიტანი აგებს პასუხს მისი მოთამაშეების ქცევაზე.
პროფესიონალიზმი სტანდარტიზირებულია იმ მოთამაშეებზე, რომლებიც უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ სავარჯიშო დარბაზებსა და მოედანზე. მორაგბეები დროში შეზღუდულები არიან. ისინი თავიანთ გუნდთან და აგენტთან არიან მეტად და არა თავიანთ სოფელთან, ქალაქთან და ა.შ
პროფ-ლიგებში ყოველ გუნდს მკაცრად გაწერილი გრაფიკი აქვს და ყველა მოთამაშეს მკაცრად განსაზღვრული რაციონი, გუნდები ვეღარ აძლევენ თავს უფლებას გამართონ “ძველებური” მესამე ტაიმები. აღდგენისა და შემდეგი თამაშისათვის მზადებაში პროფესიონალურ მიდგომებთან მესამე ტაიმი მთლად ვერ მეგობრობს.
თვალნათლივ შესამჩნევია ჯერ-ჯერობით მესამე ტაიმი მხოლოდ იცვლება. იგი ნელ-ნელა მცირდება და მისი მაშტაბები იკვეცება. ამით კი რაგბი კარგავს მესამე ნახევარს, კარგავს თავის სულს, მის სპეციფიკას და მის აჩრდილებს.
ამჟამად სარაგბო სამყაროში არცეთ გუნდს არ მიუღია მესამე ტაიმის გაუქმების ან აკრძალვის გადაწყვეტილება .
სამოყვარულო რაგბი დღემდე ინახავს რაგბის ამ ულამაზეს იდეას. მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, არის მოსალოდნელი პროფესიულ რაგბიში მესამე ტაიმის საერთოდ გაქრობა?
ამ კითხვაზე კითხვაზე პასუხის გაცემა ამჟამად რთულია. თუმცა ტენდეცია გამოკვეთილია.
მესამე ტაიმი არის რაგბის ფასდაუდებელი განძი…