1997 წელი ჩვენი რაგბის ისტორიაში იმად იყო გამორჩეული, რომ წინა მსოფლიოს შესარჩევისგან განსვავებით წარმატებულად გამოვდიოდით და ერთა თასზეც ბევრად მაღალი მიზნები დავისახეთ. მოვიქეცით ცუდად მაგრამ ევროპელებს ძალა ვაჩვენეთ.
თებერვლის ბოლოს ვეტუმრეთ საფრანგეთს და მათ A ნაკრებს გავეჯიბრეთ, თუმცაღა დავმარცხდით ჩვენებურთა თამაშმა ყველა აღაფრთოვანა. უეცრარ რუმინეთის A ნაკრები თბილისს ეწვია არადა 6 კაცი ძირითადი ნაკრების ყავდათ, რადგან ნაკრები საფრანგეთში იყო ორი შეხვედრა გამართა თბილისის და ახალგაზრდათა გუნდებმა და ორივენი დამარცხდენ სემდეგ კი ვაკეში ჩვენი ეროვნული გაეჯიბრა და 19:6 ვიმარჯვეთ კიდეც.
შევიტანეთ ორი ლელო. პირველზე ისევ კაცაძემ აიწყვიტა, მაჩიტიძემ გააცუცურაკა დაცვა, დერეფანში კი ზურაბ მჭედლიშვილმა ორი ხელით მოხსნა ბურთი და სხვებმა ასე, აწეული, გადაიყვანეს ხაზს იქეთ. მეორეზე შავლეგმა შერკინებიდან მოკლე ფრთაზე გაუტია, ბოლო ჯარიმა კი ზედიზედ სამ ფაზურ მონაკვეთს მოყვა. ბოლოს სტუმრებმაც დადეს პრესტიჟის ლელო, მაგრამ პაატა ნარიმანაშვილმა აკრძალული ფანდი, შენიშნა და აღარ ჩაუთვალა.
პორტუგალიასთან თამაში გასვლაზე გვიწევდა… თამაშში დავიჩაგრეთ მსაჯმა უამრავი იერიში ჩაგვიშალა, წინ ბევრით არ გაგვიშვა და 0:3, 14:13, 17:16-ზე თითო ლელოც არ ჩაგვითვალა! სულ 3 ლელო გავიუქმა. საბოლოოდ დავმარცხდით 17:21
ჩვენებურები იმდენად განრისხდენ ასეთ მსაჯობაზე, რომ უღირს ქმედაბას უღირსად უპასუხეს და დროშის ტარებით მივთეთქვეთ უნამუსო რეფი. ამის გამო ორი ბორჯღალოსნს სანაკრებო კარიერა დაუსრულდა, რადგან თამაში აეკრძალა, ნაკრები კი სანქციებს გადაურჩა… მაგრამ საშური საქმეც გაკეთდა: ფირა-ელებმა დაინახეს, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე, და რამდენიმე წელი ჭკუით იქცეოდნენ, ხოლო ჩვენ მივხვდით რომ ევროპელები ვერ იგუებდნენ ” ევროპული საზომით ქაჯი, შორეული, კავკასიის ქვეყნის სწრაფ აღზევებას რაგბში”. მათი აზრით რაგბი ჩვენი საქმე არ იყო.
წაგებამ და ევროპელთა რეაქციამ ნაკრებზე ცუდად იმოქმედა, პოლონეთთან მობილიზება ვერ შევძელით და სოპოტში წავგეთ. თამაშის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, მსაჯმა კი რატომღაც 15/15 წუთი წაუმატა სათამაშო დროს, წავაგეთ 23:29
ამის გამო გავირთულეთ მსოფლიოზე მოსახვედრი სვლა-გეზი.
გვიწევდა ორი თამაში ერთი შინ ხორვატებთან, მეორე კი დანიაში.
ხორვატიასთან ეროვნულზე დავიწყეთ ძალუმად. გია ლაბაძემ შეუტია მოკლე ფრთაზე და ექვსი ატაცების შემდეგ გია რაფავამ ზედახორაში დაამიწა ბურთი. იმათ ხაზს რომ მარდად ვხურავდით, მაჩიტიძემ უთავბოლოდ მოსროლილ ოვალს ფეხი მიკრა და იურინმა აიღო. კახა ალანიას გარღვევას ჯარიმა მოყვა; არჩილ ქავთარაშვილისა და კაპიტნის წყალობით სხვაობა 16 ქულამდეც (19:3) ავიდა, მაგრამ ხორვატია ნოკდაუნიდან დაგვიძვრა იმის მიუხედავად, რომ ენთონი პოშამ ხუთი ჯარიმა ააცილა.
კივ-სლავებმა არად ჩააგდეს ახალი, ირბ-ული წესი და შესვენებაზე გასახდელში არ გავიდნენ; მესამე მეოთხედში უცებ გაგვითამაშეს ჯარიმა, ხოლო მეორედ, ხაზით შეტევისას, ზედიზედ ცვალეს გეზი. ანგარიში 19:15 რომ გახდა, აგუგუნდა სტადიონი; ბორჯღალოსნებმა (ნიკა აბდალაძე, ზაზა ლეჟავა, ლევან ცაბაძე) სულ ჯიქურ უტიეს ოთხი წუთი.
ჯარიმა კარში არ დავარტყით, მჭედლიშვილს კი მოლში ცუდად მიაწვნენ. სალელოე დერეფანი მალე იმათაც მიეცათ, მაგრამ მოვუგეთ და ბესო ტეფნაძე ტანკივით წამოვიდა. ჯარიმა კიდეზე კიდევ სამჯერ გადავიტანეთ და მეტოქე ვეღარ დაგვიდგა. კიკოფიდან მოვაწყვეთ ბლიცი და ლაბაძის მიხდომით მონაგარი გავზარდეთ. მოვიგეთ 29:15. ხორვატიამ მოგება რაგბულად მოგვილოცა; თან დაიქადნა, ნახავთ, რუსეთს რას დავმართებთო. და მართლაც, ადრიატიკის პირას, მაკარსკაში, თაკარა მზეში, მარინკო კლარიჩ-კუკოზის 18 ქულით გვიზარალა კონკურენტი.
ამავე ვიქენდზე გველოდა დანია, ვინც ორი წლით ადრე დაიჩივლა, მოედანი რომ მოყინულია, დავიკაწრებითო, და უთამაშებლად დაგვნებდა. ამჯერად მატჩი შედგა, მაგრამ იმათ ძალუმად გამოიჩინეს ნორდიკული ზნე: ბანკეტზე თითო ბუტერბროდსა და ბოთლ ლუდზე გადაგვატარეს და არც ბურთის სადგამი ათხოვეს ჩვენს კიკერს, ვისაც ეგ სამარჯვი, კავკასიური არხეინობით, შინ დარჩენოდა.
თამაში კოპენჰაგენის გარეუბანში იყო. რაგბის კარად ბალახის ჰოკეისა გადაეკეთებინათ. უსადგამოდ თორმეტიდან გავიტანეთ მხოლოდ სამი! თავიდან დაგვალელოვა ჩაფხუტოსანმა კივმა ფლანკერმა; უმალ შოთა მოდებაძემ დიაგონალზე შეუგორა იურინს; რამდენჯერმე გაინავარდა ქავთარაშვილმა; 14:8-ზე ისინი მოგვეძალნენ, მაგრამ დაცვის ახალი, კლოდური მწყობრით ავოტნეთ, ბოლოს კი მჭედლიშვილმა ორი ხელით მოხსნა ბურთი და მევლუდ მთიულიშვილი მიეხმარა. 19:8 ბორჯღალოსნებმა დანიელებსაც ძლიეს.
შემდეგ წელს კი გველოდა დარჩენილი ორი მატჩი რუსებთან შინ იტალიასთან გასვლაზე.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები
1997 წელი საქართველო და რაგბი
Facebook კომენტარები
წინა პოსტი