გამარჯობა, მე ვარ მარიამ გაგნიძე, მხარდამჭერთა კლუბის ივენთ მენეჯერი და ფოტოგრაფი.
ჩემი და ფანკლუბის გაცნობა წლების წინ მოხდა შევარდენის სარაგბო ბაზაზე სადაც პროექტი “მე და რაგბის ” გადაღება მიმდინარეობდა… გადაღების დროს გავიცანი მონაწილეები და დავუმეგობრდი. შემდეგ გავწევრიანდი მხარდამჭერთა კლუბში.. ვეცნობოდი მათ სამუშაოს და ვცდილობდი ყველა აქტივობაში მიმეღო მონაწილეობა. შემდეგ გამიჩნდა ამბიცია, იმის სურვილი, რომ ჩემი წვლილი შემეტანა, რაღაც კარგი გამეკეთებინა კლუბისთვის. ამიტომ დავიწყე იდეების მიწოდება და შემდეგ მათი განხორციელება..
რამოდენიმე ხანში შეიქმნა „საბჭო“… „საბჭო“ არის საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბის მმართველი ორგანო,სადაც მიმდინარეობს ყველა იმ საკითხის განხილვა – გადაწყვეტა, რაც კლუბის კეთილდღეობისთვი და განვითარებისთვის არის საჭირო. საბჭოში ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს. მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო მობილიზირებული. მაქვს წლიური გეგმა, რომელსაც ეტაპობრიბად მივყვები აქტივობების,თამაშების და “ივენთების ” მხრივ. “ივენთებს” ვაორგანიზებ რამოდენიმე კვირით ადრე, რომ იყოს იდეალური და კლუბის ყველა წევრის სურვილი იქნას გათვალისწინებული.
ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია კლუბის პრესტიჟი, წინსვლა და განვითრება. მეტი აქტივობა, ახალი წევრების შემომატება ჩვენ დიდ ოჯახში. მათი კომფორტისთვის ვიძიებთ მეგიბარ კომპანიებს, რომლებიც ფასდაკლებას და მეტ კომფორტს სთავაზობენ ჩვენს წევრებს.
როდესაც მეუბნებიან, რომ ქართული რაგბის განვითრებისთვის ბევრს ვაკეთებთ პირადად ჩემთვის დიდი სტიმულია. მიჩნდება სურვილი მეტი ვაკეთო, ახალი იდეებით დავიმუხტო და განვახორციელო.
ძალიან კარგი გრძნობაა როდესაც მოედნიდან ვხედავ ბევრ წითელ მაისურში გამოწყობილ თვალებ ანთებულ გოგო-ბიჭებს, რომლებსაც რაგბის სიყვარული და ჩვენი მხარდამჭერთა კლუბი აერთიანებს. ვხედავ როგორ იყოლიებენ მთელ სტადიონს და გუგუნით იკლებენ ყველაფერს. ისინი ძალას არ იშურებენ ბიჭების გასამხნევებლად, რაც ძალიან დასაფასებელია!
მინდა ვურჩიო ყველას განურჩევლად სქესისა და ასაკისა გიყვარდეთ სპორტი,მოდით რაგბზე ერთხელ მაინც და ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მიხვდეთ თუ რამდენად კარგია ეს სპორტი, გახდით მისი ნაწილი…შემოუერთდით ჩვენ ოჯახს, სადაც ძალიან მეგობრული გარემოა, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს.
რაგბი ოჯახია, სიყვარულია…. ამიტომ რაგბი ჩვენი თამაშია!