ა(ა)იპ საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბი დაფუძნდა 2014 წელს რაგბის მოყვარულ ენთუზიასტთა მიერ. დაფუძნების დღიდან ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული ქართული რაგბის პოპულარიზაციაში და გულშემატკივრობის განვითარებაში.
ჩვენი მიზანია რაგბი გახდეს უფრო პოპულარული. რაგბის გულშემატკივრობა გამორჩეული ფენომენია, რომელსაც გულითად ქომაგობასთან ერთად, მრავალი მცირე დეეტალის ცოდნაც სჭირდება. მიზანი სწორედ ესაა, მათ ვისაც სურს ამ სპორტის უკეთ გაცნობა, სწორად ავუხსნათ და შევაყვაროთ რაგბი.
საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბი არის ღია, გახსნილი ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 16 წლის ასაკიდან.
საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბი აქტიურობს როგორც მოედანზე (როგორც გულშემატკივართა ორგანიზაცია) ასევე მოედნის ფარგლებს გარეთ. სტატიებით, ვიდეო მასალით.
საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბი არის რაგბის ქარტიის ერთგული.
საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბის
ქცევის კოდექსი
საქართველოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბის შიდა მარეგულირებელ დოკუმენტი
„ქცევის კოდექსის“ მიხედვით:
საქართელოს რაგბის მხარდამჭერთა კლუბის კლუბში გაწევრიანების შემდეგ იღებს ვალდებულებას:
- მაქსიმალურად დაესწროს თამაშს / აქტივობას / მსვლელობას.
- ჩაიცვას – კლუბის წითელი მაისური.
- აქტიურად უგულშემატკივროს, აჰყვეს სიმღერებსა და შეძახილებს.
- თამაშზე / აქტივობაზე / მსვლელობაზე მოქცევის წესები: გარდა გულშემატკივრობისა წევრი ვალდებულია – დროულად გამოცხადდეს დათქმულ ადგილას, არ მიიღოს ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერება მატჩის მსვლელობისას.
- არ იბილწსიტყვაოს, არ შეურაცხყოს მეტოქე გუნდი, მისი ჰიმნი, მისი გულშემატკივარი, საბრძოლო ცეკვა (თუ არის ასეთი), არ მიაყენოს რაიმე სახის შეურაცხყოფა მსაჯს, არ დაანაგვიანოს ტრიბუნა, არ დააზიანოს კლუბის და სტადიონის ინვენტარი. თავის ქმედებით არ გაუტეხოს სახელი კლუბს.