errol tobias
1981 წლის 30 მაისს, errol tobias-ი იჯდა „ნიულენდსის“ სტადიონის გასახდელში და ემზადებოდა „სპრინგბოქსი“-ს შემადგენლობაში დებიუტისათვის ირლანდიის წინააღმდეგ – მაშინ ის 31 წლის იყო და ისტორიაში შევიდა როგორც პირველი მუქკანიანი მორაგბე, რომელმაც სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.
მას ხელში თეთრი კვართი ეჭირა, ფორმის სათადარიგო კომპლექტი, სტუმრები კი ტრადიციული ზურმუხტისფერი ფორმით ასპარეზობდნენ. „კარგიც კია, რომ თეთრი ფორმით ითამაშებ, შესამჩნევი იქნები თეთრი აფრიკელების ფონზე და ყველას უჩვენებ თუ რა შეგიძლია და რამდენად კარგად თამაშობ“ ეუბნებოდა მას მეგობარი.
საერთაშორისო აღიარებამდე ტობიას ერროლი მშენებლად მუშაობდა – მან არც თუ ისე ცოტა კერძო სახლი ააშენა თეთრკანიანი მდიდრებისათვის და საკმაოდ გათვითცნობიერებული იყო და თავის თავზე ჰქონდა გამოცდილი იმ დროინდელი კლასობრივ უთანასწორობა და აპარტეიდის რეჟიმი.
ეს ჩემი ბრძოლაა.
ტობიასს სთავაზობდნენ გადასულიყო უელსში ან საფრანგეთში, მაგრამ მან უარი განაცხადა და ამის მიზეზიც ჰქონდა. მის სანაკრებო დებიუტამდე ორი თვით ადრე, სამხრეთ აფრიკულ რაგბიში სკანდალი მოხდა. სკოლებს შორის პრესტიჟულ ტურნირზე – „კრეივენ უიქ“ ოცდაორი გუნდიდან ცხრა გუნდმა უარი განაცხადა შავკანიანი მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდების წინააღმდეგ თამაშზე.
„წინააღმდეგობის მიუხედავად, რომ არ მეთამაშა, ვინ იცის, იქნებ „სპრინგბოქსში“ ახლაც მხოლოდ თეთრკანიანებს ეთამაშათ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დამემტკიცებინა მათთვის, რომ კარგი მოთამაშე ვარ და შემეძლო გუნდისთვის სარგებელი მომეტანა. მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა რომ სხვა ფერადკანიანებსაც არანაკლებ შეეძლოთ თამაში, თუ უკეთესად არა, მთავარი იყო მათთვის შანსი მიეცათ“ იხსენებს ტობიასი.
მოთამაშე ზეწოლას განიცდიდა, მან ისიც კი არ იცოდა თუ რა ხდებოდა ირლანდიაში. ქვეყანა მოიცვა საპროტესტო ტალღების სერიამ, აპარტეიდის რეჟიმის გამო სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების ირლანდიაში ვიზიტთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, სასულიერო პირები, ანტირასისტი-აქტივისტები, პროფკავშირები ამ ვიზიტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და თვით ქვეყნის პრემიერ მინისტრი ჩარლზ ჰოგი დაჟინებით უწევდა რეკომენდაციას აფრიკელებთან შეხვედრების გაუქმებას. გაზეთ „აირიშ ტაიმს“-ის გამოკითხვის მიხედვით მხოლოდ მოსახლეობის 32% იწონებდა სამხრეთ აფრიკელებთან თამაშის იდეას. ასევე თამაშზე უარს აცხადებდნენ ზოგიერთი ირლანდიელი მორაგბეც: ტონი უორდი, დონალ ცპრინგი, მოსს კინი, ჰიუ მაკნილი, ხოლო ჯონ რობის და #8 მაიკლ გიბსონს ასპარეზობაზე უარი დამსაქმებელმა კომპანია „გინესს“-მა უთხრა.
მაშ ასე, წინ იყო ირლანდიასთან 2 თამაში. ტობიასი იხსენებს რომ გუნდელები „ხაზგასმით“ თავაზიანები იყვნენ მხოლოდ მოედანზე, გამონაკლისი მხოლოდ რობ ლოუ იყო, რომელიც ტობიას ერროლთან ერთად, ერთ ოთახში ცხოვრობდა, იგი მოგვიანებით ტობიასის შვილის ნათლიაც გახდა. სადებიუტო შეხვედრაში, პირველ ნახევარში ლოუმ ტობიას ერროლის პასით ლელო დადო. არცთუ ცუდი დასაწყისი გამოვიდა. „მახსოვს ირლანდიელთა ვარსკვლავი ფერგიუს სლეტერი, შესვენებაზე ჩემს უშუალო ოპონენტ დევიდ ირვინს უყვიროდა: „ამ ბიჭს სერიუზულად მოეკიდე! თუნდაც ერთ დუიმ სივრცეს თუ დაუთმობ, ისე გაგასწრებს რომ მთელი დღე ბრიყვად იგრძნობ თავს“. მოგვიანებით, პირველი ტესტ-მატჩის შემდეგ, როდესაც ტობიას ერროლი გასახდელში შევიდა გუნდელები დიდხანს სკანდირებდნენ მის სახელს. „ეს დაუვიწყარი გრძნობა იყო, მათ მითხრეს რომ თუ სტაბილურად კარგად ვითამაშებდი, თანდათანობით სხვა თეთრკანიანი აფრიკელებიც მაღიარებდნენ და მიმიღებდნენ და შედეგად ასეც მოხდა“ იხსენებს ტობიას ერროლი.
რაღაც იცვლება
როდესაც ტობიასს დებიუტი ჰქონდა, სამხრეთ აფრიკის მომავალი პრეზიდენტი, ნელსონ მანდელა ჯერ კიდევ ციხეში იჯდა კუნძულ რობბენზე და პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. მან გაზეთებიდან შეიტყო „სპრინგბოქსი“-ს პირველი მუქკანიანი მორაგბის წარმატებული გამოსვლების შესახებ, რადგანაც რატომღაც სპორტული სიახლეების შესახებ ინფორმაციამ ციხის ადმინისტრაციის ცენზურას „გაუძლო“.
errol tobias-ი იხსენებს: „მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მე და ჩესტერ უილიამსი მეუღლეებთან ერთად მადიბასთან (ნელსონ მანდელას ზედმეტი სახელი) სადილზე მიგვიწვიეს. მან სთქვა, როდესაც ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს ციხის ყველა შავკანიან ტუსაღს ძალიან უნდოდა რომ ჩემი დებიუტი წარმატებული ყოფილიყო და ყველაფერი გამომსვლოდა, ეს კი თეთრ მსოფლიოს უჩვენებდა, რომ თუ მუქკანიანს შანს მისცემდი, ეს ქვეყნის მდგომარეობას გააუმჯობესებდა“. მადიბასგან ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნო იყო“.
„სულაც არ ვიყავი „ბიძია თომა“, მე მართლაც იმიტომ ამირჩიეს, რომ ბევრი კრიტიკის მიუხედავად კარგად ვთამაშობდი და ქვეყნის დახმარება შემეძლო. „ბიძია თომა“ იყო ჯეკი რობინსონი ბეისბოლში, რომელმაც დაამსხვრია ყველა ბარიერი, სტერეოტიპი და ცრურწმენა. მე კი იგივე რაგბში მოვახდინე“.
ირლანდიასთან საშინაო შეხვედრების შემდეგ ნაკრები ახალ ზელანდიურ ტურნეში გაემგზავრა. ეს მოგზაურობა უსიამოვნო ეპიზოდებით იყო აღსავსე, გუნდის ავტობუსს სისტემატიურად თავს ესხმოდნენ აპარტეიდის რეჟიმის მოწინაღმდეგეები. ამ ტურნეს ერთადერთი პლიუსი იყო, რომ ჩვენ შევიტყვეთ თუ რას ფიქრობდა დანარჩენი მსოფლიო ჩვენზე. საჭირო იყო რეჟიმის მთლიანად შეცვლა, მადლობა ღმერთს ეს ყველაფერი მალევე მოხდა“ – ამბობს ტობიას ერროლი.
თვითონ მოთამაშეს დიდება, პატივი და გარკვეული იმუნიტეტიც ერგო, იგი იხსენებს, რომ ერთხელ მან რესტორანში ვახშმობა გადაწყვიტა, სადაც მეპატრონემ უარი განაცხადა სხვა მუქკანიანის მომსახურებაზე, მაგრამ ცნობილი მორაგბე იცნო და მისგან შეკვეთაც მიიღო. ამან ტობიასი გაანაწყენა და ჰკითხა მეპატრონეს: „რატომ არ მოემსახურე ამ ადამიანს?, პასუხად მივიღე – „იგი შავკანიანია“, „მაგრამ მე მასზე შავი ვარ“ – ვუპასუხე აღშფოთებულმა. მე ვახშმის ფული გადავიხადე, მაგრამ აღარც მივკარებივარ საჭმელს. რამოდენიმე დღის შემდეგ კი რესტორნის ახალი მეპატრონე დამიკავშირდა და მითხრა, რომ მე და ჩემს ოჯახს შეგვეძლო უფასოდ გვესადილა ამ რესტორანში და საერთოდაც ამ დაწესებულებაში ნებისმიერი კანის ფერის ადამიანს მიესალმებოდნენ. რაღაც უკვე იცვლებოდა ქვეყანაში“ – იხსენებდა სპორტსმენი თავის წვლილზე რასიზმის წინააღმდეგ.
რაღაც იცვლებოდა, მაგრამ არა ყველაფერი. „მახსოვს 1984 წელს იოჰანესბურგში მივდიოდით, ინგლისელების წინააღმდეგ სათამაშოდ, ფანჯარაში გავიხედე და დავინახე თუ როგორ იქექებოდა ნაგავში სამი მცირეწლოვანი შავკანიანი ბიჭუნა, საკვების ნარჩენების მოსაძებნად. შემოვბრუნდი რობ ლოუსკენ და ვუთხარი, რომ დღევანდელ თამაშს ამ პატარა ბიჭუნებს მივუძღვნიდი“ – იხსენებს ტობიასი.
რამოდენიმე საათში errol tobias-ი გავიდა სტადიონზე, სადაც გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ, ”მე ლელო დავდე და იმ სამ ბიჭუნაზე გავიფიქრე – მოგვეცით შანსი, მოგვეცით შესაძლებლობები და ჩვენ სასარგებლოები ვიქნებით გუნდისა და ქვეყნისათვის“ – ამბობს მორაგბე.
სიამაყე საკუთარი თავის და სხვათა გამო
errol tobias-მა კარიერის უკანასკნელი შეხვედრები 1984 წელსარგენტინელი „პუმები“ს წინააღმდეგ ჩაატარა. ტობიასმა ორ შეხვედრაში აჯობა სახელგანთქმულ უგო პორტუს და კარიერა 34 წლისამ დაასრულა. სტადიონიდან გამოსვლისას შემთხვევით შეეჩეხა „სპრინგბოქსი“-ს თეთრკანიან გულშემატკივარს, რომელმაც უთხრა რომ ტობიასს მისი ქალიშვილის ხელი რომ ეთხოვა იგი დაუყოვნებლივ თანხმობას განაცხადებდა.
errol tobias-მა მორაგბის კარიერა დაასრულა, როგორც ნაკრების ლიდერმა და ვარსკვლავმა, მაგრამ სპორტული სამყაროს გარეთ იგი ისევ „მეორეხარისხოვან“ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა.
სულ ცოტა რჩებოდა. 1990 წელს ციხიდან ნელსონ მანდელა გამოვიდა, 1994 წელს პრეზიდენტიც გახდა და ქვეყანაში ცვლილებების დროც დადგა. 1995 წელს მსოფლიო თასი ჩესტერ უილიამსმა აღმართა, ხოლო 2019 წელს სიია კოლისიმ „სპრინგბოქსი“-ს კაპიტანმა.
„ვფიქრობ, რაგბი სამხრეთ აფრიკაში, უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ თამაში. სპორტი გვიჩვენებს თუ რას შეიძლება მიაღწიო, თუკი შეთანხმებულად ვიმოქმედებთ და ერთმანეთს მხარში ამოვუდგებით. მე ამაყი ვიყავი ბიჭების გამო 1995 და 2019 წლებში. რასსი ერასმუსი ძალიან ყოჩაღია, რადგან ასეთი განსაკუთრებული გუნდი შეკრიბა. როდესაც მე ნაკრების კვართს ვიცვამდი, შევძელი შემეცვალა თვით ტრადიციული თეთრკანიანი ხალხის შეხედულებები. მე ხომ გუნდისთვის სარგებლობა მომქონდა. ახლა ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენაა შეცვლილი“ – ამბობს ტობიასი.
ამჟამად ტობიას ერროლი მშვიდად ცხოვრობს თავის სამშობლოში, მას ცნობენ ქუჩაში, სთხოვენ ავტოგრაფებს, მისი ავტობიოგრაფიული წიგნი კი ბესტსელერი გახდა.
„როგორც იქნა მე ყველამ მაღიარა სამხრეთ აფრიკაში. ჩემს წიგნს კითხულობენ და ყიდულობენ, ხალხს აინტერესებს ჩემი ისტორია, მე კი ამით ვამაყობ. მე ნამდვილად მინდოდა იმის დამტკიცება, რომ არ უნდა შეხედო კანის ფერს, უბრალოდ ადამიანებს უნდა მივცეთ შანსი თვითდამკვიდრებისათვის.
ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მე ყველაფერი გამომივიდა.
თარგმანი :ლაშა გურგენიძე
იხილეთ სხვა სტატია : ბორჯღალოსნები 8 ერზე
გამოგვყვევი ინსტაგრამზე 👉 georgian.rugby.supporters