რაგბიში სენსაციები იშვიათია. გამოვარჩიოთ სხვადახვა მსოფლიო თასზე დაფიქსირებული მოულოდნელი შედეგები.
1987 წლის მსოფლიო თასი – ფიჯი მეოთხედფინალში
ფიჯიმ თავის ჯგუფში იტალიას და არგენტინას აჯობა, თუმცა იმ პერიოდში არც იტალია თამაშობდა 6 ერში და არც არგენტინა 4 ერზე. მიუხედავად იტალიასთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხისა. ფიჯელებმა ჯგუფის ბოლო მატჩში არგენტინა გაანადგურეს. კუნძულელებისგან 1/4 ფინალში გასვლა მოულოდნელობად ჩაითვალა.
ფიჯი 28-9 არგენტინა
1991 წლის მსოფლიო თასი – სამოას და კანადის ტრიუმფი
ევროპაში გამართულ მსოფლიო თასზე “ც” ჯგუფში სამოამ საოცრებები ჩაიდინა. იმ ჩემპიონატის გამარჯვებულ ავსტრალიას პირველ შეხვედრაში მედგრად ებრძოლა და მცირედით დამარცხდა. შემდეგ კი უელსი და არგენტინა დაამარცხა. თანამასპინძელი უელსის ჯგუფში ჩატოვება წარმოუდგენლად ჩანდა თუმცა სამოამ ეს მარტივად მოახერხა.
სამოა 16-13 უელსი
სამოა 35-12 არგენტინა
“დ” ჯგუფში კანადას ბრწყინვალე გამოსვლა ქონდა. ჯგუფის ფავორიტ საფრანგეთს არაფერი დაუთმეს. შემდეგ კი წინა მსოფლიო თასის სენსაციის ავტორი ფიჯი დაამარცხეს და რუმინეთიც ზედ მიაყოლეს. კანადელები 1/4 ფინალში გავიდნენ და იქ ზელანდიასაც მედგრად ებრძოლნენ. კანადელთა სარაგბო ისტორიაში ეს პერიოდი ოქროს ასოებით ჩაიწერა.
კანადა 19-11 რუმინეთი
კანადა 13 – 3 ფიჯი
1995 წლის მსოფლიო თასი – ისევ სამოა.
1995 წლის მსოფლიო თასი დებიუტანტმა მოიგო – სამხ. აფრიკამ. თუმცა აქ სენსაციასთან სულაც არ გვაქვს საქმე. საკმაოდ ძლიერი “ბოკე” აპართეიდის გამო დაბლოკილი იყო. აპართეიდის დამხობის შემდეგ კი აფრიკელებმა მასპინძლობის უფლებაც მოიპოვეს და საკუთარ ქვეყანაში თასიც შემართეს.
სამოა აფრიკაშიც ბრწყინვალედ გამოვიდა. ჯგუფში იტალია და არგენტინა ჩატოვა. თუმცა 1/4 ფინალში მომავალ ჩემპიონებთან ვერაფერი გააწყვეს.
სამოა 42-18 იტალია
სამოა 31-25 არგენტინა
1999 წლის მსოფლიო თასი არგენტინული საოცრება იქვე კი – სამოა და ფიჯი
1999 წლის მსოფლიო თასი განსხვავებული სტრუქტურით ჩატარდა. პლეიოფში საუკეთესო მესამე ადგილოსნებიც მოხვდნენ. ხოლო ზოგიერთი ჯგუფიდან მეორე ადგილოსნები.
არგენტინას მანამდე ჯგუფური ეტაპი არასდროს დაეძლია. ჯგუფში მათ სამოას და იაპონიას აჯობეს. პლეიოფში კი დიდი სენსაცია გამოაცხვეს და ირლანდიაც გამოთიშეს საჩემპიონო რბოლას.
სამოამ იაპონიას აჯობა, ამის შემდეგ კი ისევ უელსს დაეჯახა. თითქოს უელსს 1991 წლის გამო შური უნდა ეძია, თუმცა ეს ასე არ მოხდა და სამოამ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. პლეიოფში კუნძულელები – შოტლანდიამ დაამარცხა.
სამოა 38-31 უელსი
ფიჯი მარტივ ჯგუფში იყო. პლეიოფში მოსახვედრად ნამიბიის და კანადის დამარცხება დასჭირდა, თუმცა პლეიოფი სამოას მსგავსად ვერც მათ დაძლიეს.
არგენტინა 32-13 სამოა
არგენტინა 33-12 იაპონია
არგენტინა 28-24 ირლანდია
2003 წლის მსოფლიო თასი – სენსაციის გარეშე
2003 წლის მსოფლიო თასზე არცეთი ხმაურიანი გამარჯვება არ ყოფილა. შედარებით მოულოდნელ შედეგებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ურუგვაის გამარჯვება საქართველოსთან და კანადის მიერ ტონგას მარტივი ძლევა.
2007 წლის მსოფლიო თასი – ფიჯის მოულოდნელი გამარჯვება
2007 წელს ბორჯღალოსნებს ძალიან ცოტა დააკლდათ დიდ სენსაციამდე, თუმცა ფიჯელებმა კი საოცრებები ჩაიდინეს. ავსტრალიასთან განადგურების და კანადა , იაპონიასთან მცირედი სხვაობით გამარჯვების შემდეგ უელსთან ფიჯის ფავორიტად არავინ მიიჩნევდა თუმცა… მფრინავმა ფიჯელებმა დრაკონებს მატჩი მოუტრიალეს. 1/4 ფინალში კი იმ ჩემპიონატის გამარჯვებულ სამხრეთ აფრიკას კოშმარული 10 წუთი მოუწყვეს.
ფიჯი 35-31 იაპონია
ფიჯი 29-16 კანადა
ფიჯი 38-34 უელსი
2011 წლის მსოფლიო თასი – ტონგას გასროლა
“ა” ჯგუფში ტონგა არასტაბილურად გამოიყურებოდა, მათ ჯერ კანადასთან დათმეს შეხვედრა, შემდეგ კი იაპონია სოლიდური სხვაობით დაამარცხეს. ყველასგან მოულოდნელად ჯგუფის ბოლო ტურში კუნძულელებმა საფრანგეთს ძლიეს რითაც 12 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ და 2015 წლის მსოფლიო თასზე გაინაღდეს ასპარეზობა.
ტონგა 19-14 საფრანგეთი
2015 წლის მსოფლიო თასი – იაპონური სენსაცია
2015 წლის მსოფლიო თასზე მოულოდნელობით სავსე იყო 19 სექტემბერი. ამ დღეს ჯერ ბორჯღალოსნებმა დაამარცხეს ტონგა, რასაც ბევრი არ ელოდა, თუმცა იმავე დღეს იაპონელებმა მთელი სარაგბო სამყარო ამოაყირავეს. მათ სამხრეთ აფრიკას აჯობეს. იაპონიამ სამი მატჩი მოიგო, თუმცა ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | 32 – 34 | იაპონია |
სამოა | 5 – 26 | იაპონია |
აშშ | 18–28 | იაპონია |