ახლოვდება იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასი, რომელიც რიგით სულ რაღაც მეცხრეა.
რაგბი ინგლისში სკოლებსა და უნივერსიტეტებში იშვა და იქვე განვითარდა. შემდეგ მთელ ინგლისის იმპერიასა და მის ფარგლებს გარეთაც ძირითადად ზეპურ საზოგადოებაში იდგამდა მყარად ფესვებს.
საკმაოდ დიდხანს სარაგბო წრეებში არავის მოსდიოდა აზრად მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა. მაგალითისთვის ფეხბურთში 1932 წლიდან დაიწყო მსოფლიო მუნდიალის გამართვა ყოველ 4 წელიწადში.
1958 წელს ისევ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გახდა გამორჩეული, რადგან პირველად მოეწყო მატჩების პირდაპირი ტელერეპორტაჟები. ამის შემხდვარე საფრანგეთმა წამოაყენა იდეა, რომ რაგბიშიც აუცილებელი იყო მსოფლიო თასის გამართვა.
იმ დროისთვის “ირბ”-იმ კი საოცარი რეზოლუცია მიიღო აღნიშნულ საკითხზე. რეზოულიციაში ეწერა – ერთ ადგილას რამდენიმე ნაკრების თავმოყრა და ტურნირის მოწყობა სარაგბო ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც მსგავსი ქმედება სასტიკად იკრძალება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია კურიოზულად ჟღერს. 25 წელიწადი სრულდებოდა.
80 – იან წლების დასაწყისში, ახალი ტალღა აგორდა სარაგბო სამყაროში მსოფლიო თასის მოთხოვნით. რიგი ქვეყნები (მგ: ავსტრალია) კი დაიქადნა თუ ტურნირს არ ჩავატარებთ, ბრიტანელებს საერთოდ აღარ გეთამაშებით რაგბის-ო.
ხანგრლძივი განხილვის შემდეგ დადგინდა, რომ 1987 წელს ახალ ზელანდიაში ჩატარებულიყო მსოფლიო თასის პირველი (საცდელი) გათამაშება. თუ ტურნირი გაამართლებდა ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართებოდა.
მსოფლიო თასმა გაამრათლა. დღეს -ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისა და ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, მესამე ადგილზეა მოკლევადიან ტურნირებს შორის მაყურებელთა სიმრავლით. ყოველი გათამაშების შემდეგ კი მზარდი ინტერესი აღინიშნება არასარაგბო ქვეყნებშიც.
Facebook კომენტარები