მსოფლიო რაგბის ოფიციალური განცხადება: მიღებულია გადაწყვეტილება მსოფლიო ლიგასთან დაკავშირებული გეგმების შეწყვეტის შესახებ. მას შემდეგ, რაც ერთსულოვანი შეთანხმება აღნიშნული ტურნირის შესახებ ვერ შედგა.
შეგახსენებთ საუბარია 12 გუნდა ლიგაზე. სადაც სამხრეთის და ჩრდილოეთის 6 – 6 საუკეთესო გუნდი უნდა ყოფილიყო. ასევე უნდა შექმნილიყო იგივე პრინციპზე ქვედა თორმეტეულები.
მიუხედავად იმისა რომ ფინანსურ საკითხებზე კონსესუსი მიღწეული იყო ორი მთავარი პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა. კერძოდ კი შეთანხმება ძირითადად ორი მიზეზის გამო ვერ შედგა ესენია ტურნირზე ასვლა – დაქვეითების საკითხი და თამაშების გამართვის დრო.
მსოფლიოს რაგბის თავმჯდომარემ სერ ბილ ბომონტმა თქვა: “მსოფლიო რაგბი ამ მნიშვნელოვან პროექტს გლობალური მაშტაბით უყურებდა როგორც რაგბის განვითარების საშუალებას. ჩვენ ბუნებრივია, იმედგაცრუებული ვართ, რომ ერთა ჩემპიონატზე ერთსულოვანი პოზიცია ვერ დაფიქსირდა.”