“სქრინი მსოფლიო რაგბის გამოქვეყნებული კონცეფციიდან”
ერთი საათის წინ World Rugby-მ “მსოფლიო ლიგის” საკუთარი კონცეფცია გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლიდან უნდა დაიწყოს. აღნიშნული კონცეფცია დაეგზავნა ყველა სარაგბო უწყებას, რომლებიც მიწვეულნი არიან დუბლინში.
მსოფლიო რაგბის კონცეფციის მიხედვით, უნდა შეიქმნას ორი, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს კონფერენცია. “4 ერს” (არგენტინა, ავსტრალია, აფრიკა, ზელანდია) დაემატება ორი ქვეყანა და შეიქმნება 6 გუნდიანი პირველი დივიზიონი. (ამ მომენტისათვის რეიტინგით ფიჯი და იაპონია) მეორე დივიზიონი გააერთიანებს რეიტინგის შემდეგ საფეხურზე მყოფ დანარჩენ ქვეყნებს.
- „ერთა ლიგის“ დებიუტი – 2022 წელი.
- ორი დივიზიონი, დაქვეითებისა და აღზევების ფორმატით, პოტენციურად ყველა კავშირისთვის.
- ორი კონფერენცია, რომლებიც შეიცავს „6 ერსა“ და „რაგბი ჩემფიონშიფს“ (სადაც მეორე დივიზიონის ორი გუნდი დაუყოვნებლივ დაემატება, რათა ექვსი გუნდი შედგეს).
- თითოეული გუნდი ეთამაშება დანარჩენ 11-ს ერთხელ, შინ ან სტუმრად.
- ორ-ორი გუნდი თითოეული კონფერენციიდან ითამაშებს ნახევარფინალებს, რომელსაც დიდი ფინალი მოჰყვება.
- ტურნირი სრულად ყოველ ოთხ წელში ორჯერ გაიმართება. „მსოფლიო თასის“ წელს ტურნირი არ იქნება, ხოლო ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წელს კი განიხილება ახალი შეჯიბრის შემოკლებული ვერსიის ჩატარება
- ტურნირს მიენიჭება „მსოფლიო თასის“ საკვალიფიკაციო ეტაპის ფუნქციაც
- „მსოფლიო თასი“ დარჩება უმთავრეს სარაგბო ღონისძიებად და 2027 წლისთვის მისი მონაწილეთა 24-ამდე გაზრდა იგეგმება.
“ტურნირზე იქნება პლეიოფი სადაც დარჩენა/გავარდნაზე ერთმანეთს შეხვდებიან ზედა დივიზიონის ბოლო ადგილოსანი და ქვედა დივიზიონის გამარჯვებული ” არსებული ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაში დაპირისპირების მიზეზი და “6 ერის” შეფობამ პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი საკუთარ ტურნირში რელეგაციას არ დაუშვებენ.
უცნობია რამე შეიცვალა ატეხილი სკანდალის შემდეგ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს World Rugby-მ ეს კონცეფცია საჯაროდ გამოაქვეყნა.
აღნიშნული კონცეფცია განიხლება მსოფლიო რაგბის ყრილობაზე. მიიღებენ თუ არა მას უცნობია. თუმც ატეხილმა აჟიოტაჟმა მსოფლიო რაგბის სამუშაო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა აიძულა. ამ მოცემულობით სწორედ ეს კონცეფცია განიხილება დუბლინში.
მსოფლიო ლიგის კონცეფცია შეიცვალა – 6 ერი უნდა გაიხსნას. ასევე ღია უნდა იყოს ყველა დივიზიონი. სამუშაო დოკუმენტში რიგი სირთულეები თვალის ერთი შევლებითაც ჩანს. საინტერესოა 6 ერის ხელმძღვანელობა რა კორექტიების შეტანას შეეცდება მუშაობაში. ასევე საინტერესო დეტალია, ისიც რომ ჯერ გავლენიან ჩემპიონატთა წარმომადგენლებს როგორებიცაა ზე-რაგბი, ტოპ-14, ინგლისის პრემიერშიპ და ა.შ თავის პოზიცია არ დაუფიქსირებიათ ტურნირის შესახებ.