მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა მოიწვია ე.წ. “თიერ-1” ქვეყნების დელეგაციები, ასევე იაპონიისა და ფიჯის ლიდერები და რაგბის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელობა დუბლინში დაგეგმილ შეხვედრაზე. სადაც ისინი აპირებენ განიხილონ ახალი მსოფლიო ლიგის ორგანიზების გეგმები.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსოფლიო რაგბის საბჭოს ხელმძღვანელობა სპონსორებთან განიხილავდა 2020 წელს ახალი გათამაშების პროექტს. პრესაში და რაგბის სამყაროში აქტიური დისკუსია მოჰყვა.
შეგახსენებთ გახმაურებელ ვერსიაში დაგეგმილი იყო ტურნირის დახურვა. მასში ექვსი ერის ქვეყნებისა და რაგბი ჩემპიონატის ნაკრებებთან ერთად, იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვა. ეს იდეა მკვეთრად გააკრიტიკეს.
წყნარი ოკეანის რაგბის მოთამაშეთა კეთილდღეობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე ძალზედ უარყოფითი მოსაზრება გამოხატეს და მსოფლიო თასის ბოიკოტით დაიმუქრნენ.
ამავდროულად, ბომონტის განცხადებით, პროექტის კრიტიკა ნაადრევია, რადგან ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არავის მიუღია.
“მიმდინარე სპეკულაციებისა და კომენტარების ფონზე, მე ვხვდები პირველი დონის რაგბის კავშირების თავმჯდომარეებს, გენერალურ დირექტორებს, ასევე ფიჯის და იაპონიის წარმომადგენელებს. რათა დუბლინში ამ თვის მიწურულს შევძლოთ შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.
პრესის მიერ გავრცელებული იდეა არავის მიუღია. კომპლექსური და მრავალმხრივი პროცესი გრძელდება. ჩვენ აღნიშნულ იდეაზე არ გვაქვს ერთიანი ხედვა. მხოლოდ გლობალური ინტერესების მქონე თამაშთან ერთად შევძლებთ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მე მჯერა, რომ ჩემს კოლეგებთან მექნება პროდუქტიული შეხვედრები. მე კონსტრუქციულ დებატებს ველი “.
მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ, რომელიც “დახურული” ტურნირის იდეის წინააღმდეგია, გააკეთა კომენტარი.
“ახლა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ტურნირი გაიმართება. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. მიკვირს, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ამდენად აქტიურად ვმსჯელობთ იდეებზე. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ღია და გამჭვირვალე. ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ. ვიმედოვნებ, რომ შევთანხმდებით ამ ლიგის შექმნის შესახებ და თუ ამას ვერ მოვახერხებთ – მაშინ ჩვენ მოგვიწევს ავხსნათ თუ, რატომ არ მოხდა ეს. ჩვენ კვლავ ვცდილობთ ვიპოვოთ კომპრომისი “.

