საინტერესო ფაქტი რაგბის ბურთის დამზადებასთან დაკავშირებით.
მის შემქმნელებად გვევლინებიან რიჩარდ ლინდონი და ვილიამ გილბერტი.
ისინი ბურთის დასამზადებლად ღორის შარდის ბუშტს და ტყავს იყენებდნენ.
საინტერესო იყო ასევე მათი კონკურენციის დეტალები.ორივე ცდილობდა მაღაზია ჰქონოდათ რაგბის სკოლასთან ახლოს.მათ ორ-ორჯერ შეცვალეს მაღაზიის მდებარეობა რომ რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყვნენ სკოლასთან.
ლინდონის მეუღლეც აქტიურად იყო ჩართული საოჯახო ბიზნესში.ის ეხმარებოდა და ბერავდა შარდის ბუშტებს ბურთის გასაკეთებლად,საბოლოოდ კი ფილტვები დაუავადდა და ამის გამო გარდაიცვალა.
ამ ბიზნესში გამარჯვებული გილბერტების გვარი გვევლინება.ვილიამსის გარდაცვალების შემდეგ საოჯახო ბიზნესს სათავეში მისი ძმისწული ჯეიმსი ჩაუდგა.საბოლოო ჯამში მათ პროდუქციის ექსპორტიც შეძლეს და ახალი ზელანდია,სამხ.აფრიკა და ავსტრალია მოამარაგეს საფირმო ოვალური ბურთებით.
Facebook კომენტარები