1994 წელი.
1993 წელი 25 დეკემბერს გამართულ ყრილობაზე შეჯამდა კავშირის მუშაობა და კაცთა ნაკრების გამოსვლა შეფასდა არა-დამაკმაყოფილებელად;
1994 წელს ნაკრებს უწევდა ორი ოფიციალური მატჩი ფირა-აერის ევროპის ერთა თასზე.
22 მაისს მეორედაც არ გვეწვია ლატვია და “ერთა თასის” დონეთა შორის მიმოცვლაც ერთი წლით დაყადაღდა. შოდეფონში კი ვძლიეთ შვეიცარია.
თამაში თავიდანვე წაგვივიდა: ძაგნიძემ დიდოსტატურად აყუმბარა “ედელვაისთა” ზურგი და ორი გოლიც შეუგდო; ლევან ჩიქვინიძის გარღვევასაც ლელო მოყვა. მერე კაპიტანმა ფორის შენარჩუნება ინდომა, ხოლო ჯეელებს კიდევ შეტევა სურდათ. აირია მონასტერი და ზედიზედ გავუშვით 16 ქულა, მაგრამ გვიშველა იურინმა, ვინც ჯერ დროებით შევიდა და არეკნიც დროული დაკრა.
ბოლო ათი წუთის დადგომისას იმათ დაგვიდეს ლელო, მაგრამ ზაზა ხუციშვილმა უცებ გაათამაშა 5-მეტრა ჯარიმა და ირაკლი ჩიქავამ დადო გამარჯვების ლელო. 22:21 ევროპაში ასე მოვიგეთ პირველად, პირველობისთვის ყველაფრის მკადრებელმა ლატვიამ კი არ დაიზარა, დელეგატი გააგზავნა სპილოს ძვლის ნაპირზე გამართულ ფირა-ს ყრილობაზე და ურცხვად მოიტყუა, საქართველომ მეორედაც ვერ მიგვიღოო. არადა, თამაშზე თავად თქვა უარი.
ერთა თასამდე ნაკრები სამხ რუსეთს ესტუმრა. დაამარცხა რადუგა ტაგანროგი 97:0 თუმც მოსკოვის ნაკრებთან კი 12:13 დათმეს შემდეგ ყაზახეთს ძლიეს 17:5… ეს მატჩების მომზადების კომეპონენტად განიხილებოდა.
უნდა გამართულიყო შავი ზღვის თასიც, მაგრამ ჩაიშალა.
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები