1992 წელს ქართულ სარაგბო თემს როგოც იქნა ეღირსა ირბ-ის წევრობა. თუმაცაღა ფირა-მ
გვიმუხთლა.
არ მიგვიღეს ევროპულ რაგბში, მაგრამ შეიქმნა შავი ზღვის თასი, სადაც ჯერ იყო რუმინეთმა
თანხმობა განაცხადა თამაშზე მაგრამ ბოლოს იუკადრისა. დავრჩით ჩვენ, უკრაინა და
ბალტიისპირელები, კერძოდ ლატვია.
თემურ ბენდიაშვილის შეგირდებს დღეში ორჯერ გასტრონომის რიგში უწევდათ ჩადგომა და
სასტუმრო ;სპარტაკში არც ცხელი წყალი მოდიოდა, მაგრამ კიევში დაფუძნებულმა ზურაბ
მანაგაძემ მოართვა ნაკრებს მაწიერი ყველი და კლასითაც ძაან ვჯობდით ორივე მეტოქეს.
მოკლედ ორჯერ ვერაგბეთ უკარაინელებს: საქართველო 18-13 უკრაინა; საქართველო 15-0
უკრაინა; ბოლო მატჩში კი 28-3 ვძლიეთ ლატვია.
ამ ტურნირამდე კი ქართველები უზბეკეთს ესტუმრნენ და კლუბ ზვეზდა-ს მიერ
დაკომპლექტებულ უზბეკეთს სამჯერ ეთამაშენ და ე.წ ველური მატჩებში (ჭრელი ფორმით,
დაუხაზავზე) ერთი დათმეს 6-9 ორიც მოიგეს 18-6; 21-7.
აღნიშვნის ღირსია რომ 1992 წელს აფხაზეთის ომის დაწყებამ დიდი დარტყმა მიაყენა
ქართულ რაგბს.
გაგრის ტრაგედია დაგვეღუპნენ 26 წლის კოკა კლდიაშვილი, 21 წლის მიხეილ ხულიგანა
ქორიძე … ფრონტზე წავიდნენ მთელი გუნდები: ყოჩები და ჭიათურა. მძიმედ დაიჭრნენ გოჩა
მაჭავარიანი და ზაზა ლეჟავა
ავტორი:ზაალ გიგინეიშვილი “ქართული რაგბის მატიანე”
#სარაგბონაკვესები