ჩელენჯ თასის გათამაშებაში 20 იანვარს თბილისში ტიტულოვანი ფრანგული კლუბი ASM Clermont-ი გვეწვევა.
Clermont ამავე სახელწოდების ქალაქის სარაგბო კლუბია. კლერმონში 1095 წელს რომის პაპმა ურბან მეორემ საეკლესიო კრება მოიწვია. სწორედ ამ კრებაზე გაისმა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოწოდება. რომის პაპის მიერ.
კარგა ხანს კლერმონი ამ ისტორიული მოვლენით იყო ცნობილი. 1911 წელს დაარსდა კლერმონის სარაგბო კლუბი, რომელსაც თავდაპირველად AS Montferrand – ერქვა.
კლერმონელებს უცნაური ბედი ქონდათ საფრანგეთის ჩემპიონატში 1936 წლიდან 7 ფინალი ითამაშეს და შვიდივე დათმეს. 2000 წლებიდან გუნდმა სახელი შეიცვალა და ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ Clermont Auvergne იწოდება.
2010 და 2017 წლებში საფრანგეთის ჩემპიონობა იზეიმეს, 2007, 2008, 2009 და 2019 წლებში კი ვერცხლის მედლები აიღეს.
Clermont-ი სამჯერ იყო ჩემპიონთა თასის (ძველი ჰაინეკენის თასი) ფინალში, თუმცა სამივე ფინალი წააგეს.
რანგით მეორე ჩელენჯ თასზე კი ოთხჯერ გავიდნენ ფინალში და აქედან სამი მოიგეს. მათშორის ბოლოს 2019 წელს.
ASM Clermont-ის ერთერთი გამორჩეული მორაგბე გახლდათ დავით ზირაქაშვილი, რომლმაც ლურჯ ყვითელთა მაისურით 16 წელი ითამაშა. ლეგენდარული „ზირაქა“ კლერმონში დღესაც ახსოვთ და დიდ პატივს ცემენ.
ამჟამად კლერმონის ძირითად გუნდში ერთი ქართველია გიორგი ძმანაშვილი. „მიდი ოლიმპიკის“ ინფორმაციით გიორგი ახალაძეც მალე კლერმონში გადავა.
ამავე გუნდის ესპუარებში სამი ჩვენებური ირცხება.
ამჟამად კლერმონს მთლად არ ულხინს – გუნდი ტოპ 14 -ში მეცხრე პოზიციაზეა.
სხვა საინტერსო სტატია იხილეთ 👉 საფრანგეთში მიზანს ვერ მივაღწიეთ
ავტორი : გიორგი მერმანიშვილი