მილტონ ჰეიგის 4+4
მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2011 წლის მიწურულს ჩაუდგა სათავეში.
მისი ჩვენებური კარიერის გარიჟრაჟი კრიტიკით იყო აღსავსე… 8 წლის შემდეგ ისევ მძაფრი კრიტიკის ფონზე ასრულებს ქართულ სამწვრთნელო კარიერას.
მისი დებიუტი მარცხიანი გამოდგა. ესპანეთმა სრულიად მოულოდნელად მოგვიგო. ამან ძალიან ბევრი ქომაგი განარისხა.
დღიდან ნაკრებში მოსვლისა მილტონი ეძებდა, ჯიუტად ეძებდა ახალ ქართველ მორაგბეებს ვინც მის სათამაშო სისტემას მოერგებოდნენ და სიახლეს შემოიტანდნენ ჩვენს თამაშში.
ეს აუცილებელიც იყო…
სწორედ აქ იწყებს ჰეიგი თავის ჯიუტი ხასიათის გამოვლენას. ის ეძიებს და შემდეგ მოთამაშეებს გამადიდებელი შუშის ქვეშ აქცევს. აკვირდება და უამრავ შანსს აძლევს. გაცემულ ავანსებს ნაწილი ამართლებს, თუმცა აქ ორ უკიდურესობას ვაწყდებით. ჰეიგის შერჩეული მოთამაშეები ორ ნაწილად იყოფიან. ერთნი ბრწყინვალედ ართმევენ თავს ყველაფერს, მეორენი კი უბრალოდ ვერ წვდებიან თამასას. თუმცა მილტონი ადვილად არასდროს ნებდებოდა მსგავს შემთხვევებში და ზოგჯერ დამსახურებულად გულშემატკივრებისგან გულისწყრომასაც იღებდა. ზოგჯერ კი ნიშნის მოგებით გადმოგვხედავდა ყველას – აი ჩემი სელექციის ბრწყინვალე შედეგიო.
მილტონ ჰეიგმა პირველივე წელიწადს ცადა ნაკრების სათამაშო კომპონენტებში სივრცეების მაქსიმალურად ასათვისებლად შემოეტანა ხაზზე პასის კულტურის დახვეწა. ასევე ის აქტიურად თხოვდა მოთამაშეებს დაეწყოთ ე.წ კაცის გამოტოვებით პასები. თუმცა ჰეიგს გუნდში ყავდა მორაგბეები ვისაც ტექნიკურად ეს ყველაფერი სისხლში არ ქონდა გამჯდარი. 2012 წელსვე ბორჯღალოსანთა ამ ტაქტიკამ ძლიერ მეტოქეებთან არ გაამართლა. 2013 წლის ერთა თასის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი გარკვეულწილად ცვლის მიდგომებს. შემოდგომაზე კი ნაკრებს უერთდებიან დიდიე ბესი, მაიკლ ბრედლი და ტომ ჰარისონი.
2013 წლიდან მილტონ ჰეიგი სათამაშო სქემებს რეალობის გათვალისწინებით შერკინებას არგებს, თუმცა მუდმივად ხაზის დატვირთვასაც ცდილობს. ნაკრები ნელნელა ეყრდნობა მის დომინანტ შერკინებას და გაუვალი დაცვის შენებაც იწყება.
ჰეიგი როგორც ჩანს კარგად ხვდება, რომ უკვე ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ მოთამაშეებს სამხრეთულ სტილზე ვერ გადააწყობს.
იწყება 2015 წლის მსოფლიო თასისათვის მზადება. იმ პერიოდში ჩვენს მთავარ მწვრთნელს ბორჯღალოსანთა კოზირების მაქსიმალურად გაძლიერებასთან ერთად. სათამაშო სქემებში შემოაქვს ისეთი დეტალები რაც შედარებით მარტივ სარაგბო ნიუანსებად ითვლება. მაგრამ ჩვენს ნაკრებს ასეთ დოენეზე არასდროს არ ქონდა დახვეწილი.
მილტონ ჰეიგი ამავდროულად დაუღალავად შრომობს სხვადასხვა პოზიცებზე სიღრმის გასაზრდელად. ნელნელა ვღებულობთ რეალობას, როდესაც რაგბი ევროპის (ძვ ერთა თასი) გათამაშებაზე შეგვიძლია გადახალისებული გუნდით გავიდეთ და შედგში მაინც დარწმუნებული ვიყოთ. სათამაშო კლასის ზრდასთან ერთად ბორჯღალოსნები იხვეჭენ რამდენიმე მნიშვნელოვან გამარჯვებას. 2013 წელს სამოასთან ხოლო 2014 წელს იაპონიასთან. რაც მოთამაშეთა ფსიქოლოგიაზე დადებითად აისახება.
2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს აჩვენებს და ავტომატურ კვალიფიკაციასაც ღებულობს.
ამავდროულად ჰეიგი საქართველში ცხოვრობს, ის სხვა მწვრთნელებისგან განსხავებით დამატებით მუშაობს დიდი-10 -ის მორაგბეებთან. თავდაუღალავად ცდილობს მათი ტექნიკური მხარის დახვეწას და გამრავალფეროვნებას. საქმისადმი ასეთი მიდგომა, რათქმაუნდა ქართველ გულშემატკივარს ძალზედ ხიბლავს. ამას ემატება 2015 წლის ბრწყინვალე შედეგები და 2016 წლის კიდევ უკეთესი დასაწყისი. საქართველოს ნაკრები შესანიშნავ ფორმაშია.
ჰეიგი ყველა ამ მიღწევის გამო ადვილად ახერხებს ქართველთა გულის დაპყრობას.
წლების წინ სრკ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ განცხადა : „ ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ძლიერ გუნდებთან წაგება. „
ქართველებს კი გვიჭირს მარცხთან შეგუება და ყველაფრის ახსნას პრესკონფერეციებსა და ინტერვიუებში ველით. მილტონი კი თავის თავზე არასდროს იღებს მარცხს. ეს საქართველოში ბევრს არ მოწონს …….
მილტონ ჰეიგი მეორე 4 წელიწადის პერიოდშიც არ ივიწყებს, მთავარ საზრუნავს შეცვალოს ბორჯღალოსანთა სათამაშო სისტემა. ამჯერად ისე ე.წ „ფლეტ“ სტილს ცდის. საბოლოოდ ნაკრები ვერ ახერხებს წარმატებით ამ სტილზე მორგებას. ამის პარალელურად სელექცია აქტიურად ერთვება ზუსტად ამ სტილის მოთამაშეთა შერჩევაზე. საბოლოო შედეგი კი უკვე კარს მომდგარ 2019 წელს საგანგაშოა – ბორჯღალოსნები ახალ სათამაშო სქემებზე ვერ გადაერთვნენ. სიღრმეების ზრდის და კლასის ამაღლების მიუხედავად 4 წლის წინანდელი კოზირებიც მორყეულია.
იყო თუ არა დროული ზომების მიღება შესაძლებელი 2019 წლამდე ?
ამაზე პასუხის გაცემა რთულია. საბოლოოდ უცნაური ქაოსი მივიღეთ. ნაკრები ისევ ვერ გადაეწყო ახალ სტილზე, თუმცა ძველიც შეირყა.
საბოლოო ჯამში მსოფლიო თასზე მთლად სახარბიელო შედეგს ვერ ვხედავთ. აი მოლოდინები კი ცოტა გადაჭარბებული იყო.
საერთო ჯამში მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრები საგრძნობლად წინ წასწია.
მან ჩაიბარა ერთა თასის მოწინავე ქვეყანა და ის ტოვებ ე.წ Tier2-ის მოწინავე ქვეყანას.
აქ მხოლოდ ორი ქვეყანაა ვინც გვჯობნის ამჟამად იაპონია და ფიჯი.
ჩვენს დონეზე დომინაციის მოპვება სწორედ ჰეიგის სახელს უკავშირდება.
ჰეიგმა შეძლო ჩვენი ნაკრების სიღრმეების ზრდა, კლასისა და თავდაჯერებულობის ამაღლება.
სამწუხაროდ ბოლო წლებში მიზეზთა ცუდად თანხვედრამ ბორჯღალოსნებს 2015 წლის წარმატების განმეორების შანსი არ დაუტოვა.
ერთი ცნობილი გამონათქვამის მცირე მოდელირება ბრწყინვალედ აფასებს მილტონ ჰეიგის მოღვაწეობას საქართველოში. ორი ნაბიჯი წინ – ერთი ნაბიჯი უკან.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ ჰეიგი საქართველოს ტოვებს იმაზე ძლიერს და წინ წასულს ვიდრე ჩაიბარა – რისთვისაც მას მადლობა ეკუთვნის.
ჩვენ კი ქართულ სარაგბო სამყაროში კარგად უნდა გვესმოდეს და დეტალურად გავარჩიოთ ყველა დეტალი, აღმასვლის თუ დაღმასვლის.
ერთი კი ცხადია საქართველოს ნაკრები გაიზარდა და მას სამომავლოდ აუცილებლად იმაზე მაღალი დონის სპეციალისტები დაჭირდება ვიდრე აქამდე.