ჩვენს ფეისბუქ გვერდის მომხმარებელს შეეძლო დაეკომპლექტებინა 31 კაციანი განაცხადი მსოფლიო თასისათვის. ამისათვის შერჩეულ მორაგბეებს ფეისბუქ ემოციის საშუალებით აძლევდნენ ხმას. ყველაზე მეტი ხმით მორაგბე სასტარტოში ხვდებოდა, შედარებით ნაკლები ხმების ოდენობით მარქაფაში ან რეზერვში. საბოლოოდ გუნდი ასე დაკომპლექტდა
ძირითადი
1 ნარიაშვილი ; 2 ბერეგვაძე ; 3 გიგაშვილი ; 4 ნემსაძე ; 5 მიქაუტაძე ; 6 გიორგაძე; 7 ცუცქირიძე; 8 გორგაძე
9 აფრასიძე ; 10 აბჟანდაძე ; 11 კვესელაძე; 12 შარიქაძე; 13 კაჭარავა; 14 მოდებაძე; 15 მათიაშვილი
მარქაფა
16 მამუკაშვილი; 17 ჟვანია; 18 ჩილაჩავა; 19 ჯავახია; 20 კოლელიშვილი; 21 ლობჟანიძე; 22 ხმალაძე; 23 ურჯუკაშვილი
რეზერვი
გოგიჩაშვილი; ჭეიშვილი; თხილაიშვილი; ბიწაძე; ბეგაძე; ფრუიძე; მჭედლიძე; კვირიკაშვილი
გულშემატკივართა მხრიდან აქტიურობა საკმაოდ დიდი იყო. პოსტები საერთო ჯამში 270 000 ადამიანმა იხილა, ხოლო გამოკითხვაში 13 000-მდე მომხმარებელი ჩაერთო. რათქმაუნდა ასეთ გამოკითხვაში ხმებს მოთამაშეები მისი ქომაგებისგან ღებულობენ და აქ სარაგბო კომპონენტების შეფასება არ ხდებოდა.
რამდენიმე საინტერესო მოთამაშე 31 კაციან სიის მიღმა.
პირველ რიგში უნდა გამოვყოთ შალვა სუთიაშვილი, რომლის შემოსვლებმაც მეორე ტაიმში არაერთხელ შეცვალა ბორჯღალოსანთა თამაში. სამოასთან თამაშში გარდატეხის შეტანა, იტალიასთან მატჩში რიგ კომპონენტებში გარდატეხის შეტანა სწორედ შალვას მოედანზე გამოჩენას უკავშირდებოდა.
ასევე აღსანიშნავია ორი მორაგბე რომლებსაც სულ რაღაც 2 ხმა დააკლდათ სიაში მოსახვედრად. ალექსანდრე თოდუა – გამოცდილი ფრთა, რომელსაც 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასის გამოცდილება უმაგრებს ზურგს და ზურაბ ძნელაძე – 2018 წლის ნოემბრის ტესტ მატჩების აღმოჩენა, რომელმაც ჩვენი ნაკრების ჰაერში თამაში მკვეთრად გააუმჯობესა.
🏉
#დააკომპლექტენაკრებიRWC2019-ისთვის
#შენინაკრებიRWC2019-ისთვის
#შენიბორჯღალოსნებიმსოფლიოზე
Facebook კომენტარები