ესპანურ მედიაში მსოფლიო ლიგის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ეს ინფორმაცია კულუარულია და მსოფლიო რაგბი ჯერჯერობით განმარტებებსაც არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 2 თვის წინ ზელანდიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მსოფლიო რაგბი განიხლავდა დახურულ ტურნირს, სკანდალის შემდეგ კი ბილ ბომონტმა და ბრეთ გოსპერმა წარმოადგინეს სამუშაო დოკუმენტი. რომლის მიხედვითაც იქმნებოდა 12 – 12 გუნდა ლიგები. თითოეული – დივიზიონებად იყოფოდა და ასვლა / დარჩენაზე იმართებოდა პლეიოფი. აღნიშნულ იდეას “6 ერის” ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს, გარდა საფრანგეთისა. ფრანგებმა განაცხადეს, რომ ისინი იზიარებდნენ “6 ერის” გახსნის იდეას.
საბოლოოდ სწორედ მსოფლიო რაგბის მიერ წარმოდგენილი საჯარო დოკუმენტი იყო სამუშაო ვერსია. თუმცა ესპანური მედიის ცნობით “ექვსმა ერმა” წარმოადგინა ახალი ულტიმატუმი და “მსოფლიო ლიგის” ახლებური თვალთახედვა.
- 2030 წლამდე არანაირი ასვლა / გავარდნა. 6 ერი იქნება ხელშეუხებელი.
- I ეშელონის ქვეყნები მიიღებენ 7 . 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს, ხოლო II ეშელონის ქვეყნები 750 000 ფუნტ სტერლინგს
თუ მსოფლიო რაგბი ამ წინადადებას არ დასთანხმდება, მსოფლიო ლიგის პროექტი ჩავარდება.
როგორც ესპანური გამოცემა revista22.es იუწყება გარდა 6 ერის ქვეყნებისა ამ იდეის მხარდამჭერთა რიცხვი არც თუ ისე მცირეა. მეორე ეშელონის სულ მიცრე ორი ქვეყანა (ამ მომენტისათვის იაპონია და ფიჯი) ღებულობენ პირველ ეშელონში მოხვედრის შანსს და მსუყე ლუკმას შემოსავლიდან. განსაკუთრებით ეს უნდა ითქვას კუნძულებზე, რომელთა სარაგბო ბიუჯეტი ფრიად მწირია.
ამას გარდა სამხრეთული ფალავნობის ( 4 ერი ) ქვეყნებს ფინანსურად არ აქვთ დალხენილი მდგომარეობა, 6 ერის შემოსავლები კი მუდმივად მატულობს.
“6 ერის” ორგანიზაცია შემოსავლების ზრდას ჰპირდება “4 ერს”, სწორედ ამიტომ უბედავს მათ ულტიმატუმის ენაზე საუბარს. ისიც აღსანიშნავია, რომ ავსტრალია, ზელანდია და სამხრეთ აფრიკა უკვე იზიარებნ კიდეც ევროპელთა იდეებს.
მსოფლიო ლიგის ამ იდეას მხარი დაუჭირეს ისეთმა ქვეყნებმაც, როგორებიცაა : გერმანია, ბელგია.
საქართველოს წინააღმდეგობა -როგორც ესპანური გამოცემა წერს: აღნიშნულ პროექტს კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველო. ქართველები შიშობენ, რომ ამ სახით შექმნილი “მსოფლიო ლიგა” – მათ ქვეყანაში რაგბის მიმართ ინტერესს შეასუსტებს. განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრიდან. რაც ქართული რაგბისათვის დამღუპველი იქნება. მსგავს ბედს გაიზირებს არაერთი განვითარებადი ქვეყანაც.