ცენტურიონი (ლათ. centuriō; ბერძ. κεντουριων – kenturion) ხელმძღვანელობდა რომაული არმიის ასეულს. თუმცა სარაგბო სამყაროში ცენტურიონად ის მოთამაშე მოიხსენიება, რომელიც 100 მატჩიან ზღვარს გადააბიჯებს… ნაკრებში 100 ან მეტ კეპს მოიხვეჭს.
სარაგბო სამყაროში ცენტურიონები არც თუ ისე ბევრია. ძნელია ეროვნული ნაკრების კვართის ასჯერ მორგება.
ქართველებს რამდენიმე ცენტურიონი გვყავს. მერაბ კვირიკაშვილი, **** ********, გიორგი ჩხაიძე, ალექსანდრე თოდუა, ლაშა მალაღურაძე, შალვა მამუკაშვილი, მერაბ შარიქაძე.
ჩვენმა პირველმა ცენტურიონმა რიგით მეასე კეპი 2017 წელს მოიხვეჭა. მეკოს “ცენტურიონობამდე” მხარდამჭერთა კლუბის facebook-ჯგუფში უნიკალური იდეა დაიბადა. სიტყვა ცენტურიონის ხსენებაზე ყველას, თვალწინ რომაული ლეგიონები წარმოსუდგება და მათი ასემთაური… ასე იყო ჩვენთანაც და გაჩნდა იდეა, რომ მეკოსთვის ცენტურიონის სახასიათო ატრიბუტიკა – მუზარადი გვეჩუქებინა.
შემდეგ ყველა “ცენტურიონმა” მიიღო ეს საჩუქარი კლუბისაგან. რომელიც კლასიკური დიზაინით, დახვეწილი შესრულებითა და მასზედ ამოტვიფრული ლოგოთი და სახელით გამოირჩევა.
მსგავსად ცენტურიონებს არსად, რომაელთა მემკვიდრე იტალიაშიც კი, არ აჯილდოვებენ.