მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა, აუგუსტინ პიშომ CNN-ს მისცა ინტერვიუ. სადაც, მან ვრცლად ისაუბრა მსოფლიო რაგბის ახალ ინიციატივაზე . შეგახსენებთ არსებული იდეის მიხედვით მსოფლიო რაგბის ლიგა შეიქმნება, სადაც 12 ნაკრები იასპარეზებს. პიშომ განაცხადა, რომ მას რეგულარული კავშირი აქვს კუნძულელებთან, საქართველოსთან, რუმინეთთან, ბრაზილიასთან, ურუგვაისთან და კანადასთან – “ისინი ჩემი ახლო მეგობრები არიან და თუ მათ ვერ დავეხმარები, რა აზრი აქვს ჩემს ამ თანამდებობაზე ყოფნას. დახურული ლიგის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში მე გადავდგები.”
რაგბის გლობალიზაციისთვის უნდა გადაიდგას ნაბიჯები და არა მის ჩასაკეტად. ტურნირში სხვა ქვეყნების ჩართვაც საჭიროა. პიშო ამბობს, რომ რამდენიმე ქვეყანა თანახმაა საპლეიოფო სისტემაზე. ასეთმა ზეწოლამ შესაძლოა ამ ქვეყნების მსოფლიოს თასზე გამოსვლაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს.
ზელანდიის ნაკრების კაპიტანი კირან რიდი პიშოს ეთანხმება და აცხადებს, რომ გულშემატკივრებს სურთ მნიშვნელოვანი მატჩების ხილვა. “არავის არ გვინდა გადაღლილი მოთამაშეების ყურება და ისეთი რაგბის ხილვა, რომელიც ფულზეა დამოკიდებული. ასეთი ტურნირი, სადაც მხოლოდ ფული წყვეტს ყველაფერს ? ასეთი შორი გადაფრენები, დამატებითი მატჩები ? – არა ჩვენ ეს არ გვსურს” განაცხადა ზელანდიელმა.