მსოფლიო რაგბის მიერ გაჟღერებულ იდეას მწვავე შეფასებები მოჰყვა სარაგბო სამყაროში. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გააკრიტიკა ეს იდეა. გულშემატკივრების ვერცეთ ჯგუფში ვერ მოიპოვა “მსოფლიო ლიგამ” მოწონება.
ჩაკეტილი მსოფლიო ლიგის იდეა გააპროტესტეს სამხრეთ ნახევარსფეროშიც. “თუ ეს ყველაფერი ასე დამტკიცდება, მსოფლიო თასს ზელანდია ბოიკოტს გამოუცხადებს” – აცხადებს კუნძულელ მორაგბეთა პროფკავშირის ხელმძღვანელი Daniel Leo.
მკვერთი უარყოფითი კონტექსტის განცხადებების შემდეგ მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა ავგუსტინ პიჩომაც დააფიქსირა თავის პოზიცია. : -“დღემდე ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მე მხარს ვუჭერ სქემას 12 +12. გუნდების ასვლა / გავარდნით (რეიტინგისა და შედეგის მიხედვით). ასევე მორაგბეთა ხანგრძლივი და საკმარისი დასვენების პერიოდით. ეს ყველაფერი ასახული უნდა იყოს ახალ ტურნირში. ისე მას აზრი დაეკარგება. ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი.
თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ ამას, მაშინ ეს იქნება დარტყმა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ თამაშის განვითარება მთელს მსოფლიოში. მე ვერასოდეს დავუჭერ მხარს ლიგას, სადაც არ იქნება ადგილები მეორე დონის ქვეყნებისთვის. ჩემთვის ჩაკეტილი სისტემა მიუღებელია. ”